გზაჯვარედინი
ქართული მხატვრული ბლოგი გთავაზობთ პირველ მხატვრულ რომანს, სახელწოდებით “გზაჯვარედინი”. რომანი ორი ადამიანის ცხოვრების წამიერ გადაკვეთას ასახავს და მოგვითხრობს, თუ როგორ ვითარდება მოვლენები ორი ადამიანის ცხოვრებაში მანამ, სანამ ისინი ერთმანეთს გაიცნობენ და მერე..
ანი თავის “ჩუტყვავილებით” მორთულ ლეპტოპს მისჯდომოდა და ყურადღებას არ აქცევდა დაორთქლილ ფანჯრებს მიღმა სუიციდური თავგანწირულობით მიწისაკენ მიმავალ ფიფქებს. ფიფქებს, რომელთაც დარწმუნებით გადაეწყვიტათ ღრუბლებს განშორებოდნენ.. განშორებოდნენ ნაანდერძევ სიმაღლეს და მიწაზე დანარცხებულიყვნენ, სადაც მტვრიანი ფეხსაცმლის ძირები გაფლანგავდნენ მათ ნაჩუქარ სისპეტაკეს, თანაც, არც დროებითი განწმენდა უშველიდათ და ისევ აეკრობოდათ ძირებზე ჭუჭყი. ფიფქებს ალბათ გაგონილი ექნებოდათ, რაც მოელოდათ მიწაზე, ან შეიძლება არც კი სცოდნოდათ და მათი საქციელი სულის სიღმიდან ამონაკივლი თავგანწირული პროტესტიც კი ყოფილიყო.. მაგრამ, თვალების გახელა ხომ ქუთუთოების აწევაზე გაცილებით მეტია და ცოტას თუ აქვს ეს გაცნობიერებული. ანი ერთიშეხედვით ლაღი, თავისუფალი და ცოტათი თავქარიანი გოგონა იყო, მისი თვალები იმ ცის ფერის ფერი იყო, რომელსაც წუთის წინ ფიფქები რიგ-რიგობით სწყდებოდნენ..
..არც ლაშას მიუქცევია ყურადღება ფიფქების ერთიან, ერთ მუშტად შეკრულ თავგანწირვაზე, ალბათ მაშინ არც კი იცოდა, რომ იმ ღამეს ცაში არც ერთი ფიფქი არ დარჩენილა.. ლაშა არ იყო ცუდი ბიჭი, პირიქით, იშვიათი გულკეთილობით გამოირჩეოდა, არ შეეძლო ვინმესთვის ეღალატა, მოეტყუებინა ან უსამართლოდ მოქცეოდა. ერთი ის იყო, რომ ყოველთვის ცდილობდა რაიმე სასაცილო მოემოქმედებინა, გამუდმებით ათას სისულელეს იგონებდა და ყველას ამხიარულებდა. არავის არასოდეს მოიწყენდა და არც სხვას მოაწყენდა. მაშინ 16 წლის იყო და არც ფიქრობდა სხვა რამის გაკეთებაც თუ შეეძლო. საათობით იდგა სარკესთან და ცდილობდა ბადე რაც შეიძლებოდა შორს გადაეგდო მიმიკების ზღვაში. ლაშა გოგოებსაც მოსწონდათ და არც უმალავდნენ, თუმცა მაინც უხერხულობას გრძნობდა მათთან, არ იცოდა რა ეკეთებინა, სინამდვილეში კი, რასაც აკეთებდა, კარგად გამოსდიოდა და ხშირად მის ქცევებს გოგონების ხანგრძლივი კისკისიც მოჰყვებოდა ხოლმე, თუმცა თვითონ გამუდმებით უკმაყოფილო იყო საკუთარი თავის და როდესაც სახლში ბრუნდებოდა, უამრავი აზრი მოუვიდოდა ხოლმე თავში, რისი გაკეთებაც უკვე განვლილ მომენტში უკეთესად წარმოედგინა და ნანობდა, მაშინვე რატომ არ მოაფიქრდა. ლაშა თვლიდა, რომ გოგოების სიმპათია მისი სულელურად სასაცილო ქცევების ერთჯერადი შედეგი იყო და მასთან სერიოზულ ურთიერთობას არავინ მოისურვებდა. ვინ იცის, იქნებ მართალიც იყო. ეს უხერხულობა კი კარგა ხანს გაჰყვა..
(გაგრძელება იქნება)



June 5th, 2010 at 09:40
მშვენიერია, გაგრძელებას ველი : )
June 5th, 2010 at 10:08
ჰოჰ, :O საინტერესოა, საინტერესო…. დაწყება კარგი იყო და ძალიან გასაგები
მაგრამ აი მერე ნაცნობი ამბავი, ნეტა ვინ არის ეს ლაშა??
სულ ვერ მიხვდება კაცი.
June 5th, 2010 at 12:39
ჰო, ლაშა სუფთა დათოა
June 5th, 2010 at 12:41
რა თქმა უნდა, ნუ ცოტა შელამაზებული
და მისთვის სასურველი მოდელი. ის, რაც არაერთხელ უთქვამს თავის თავზე.
June 6th, 2010 at 18:58
ხო მეც ეგ უნდა დამეწერა და დამასწარით
ნეტა ვის გავს ლაშა
უპრო სწორედ ვისი პროტოტიპია
გააგრძელე.. ველი
ოღონდ ეცადე რამე ბანალური არ გამოგივიდეს, არ ვარ შენგან მაგას ჩვეული
June 6th, 2010 at 21:23
მე უფრო გოგოს ვინაობა მაინტერესებს.. ))
დავით : * ))))))
June 7th, 2010 at 20:33
ბაზარი არაა რომ ლაშაში მეც დავითს ვხედავ, და მე მომწონს ლაშას საქციელი ყოველთვის, ეს ჩანახატიც მომწონს უკვე!!! ყველა რომანტიკს რომ აქვს 1 ნაწარმოიები მაინც სადაც ფიფქების და ქალ-ვაჟის ამბავია აღწერილი ერთად! ::) დაველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები!
June 16th, 2010 at 19:18
…ერთი ისტორიის ბლოგერისეული გავრცობა, რომელიც 16 წლის ასაკში შეემთხვა…
June 20th, 2010 at 02:07
მომეწონა საკმაოდ კარგად იკითხება კარგი ჩანახატია იმედია გაგრძელებაც ექნება. ხო და რომენ”წ”იულია კიდევ არ მეგონე ასეთი
June 20th, 2010 at 05:29
სადღაც წავიკითხე რამოდენიმე დღის წინ… მსოფლიოში მამაკაცების მხოლოდ 15-20 % არის ცაციაო… და თუ თქვენს გვერდით არის ვინმე ისეთი მამაკაცი რომელიც ცაციააო გიხაროდეთო შემოქმედი გყავთ გვერდითო… მთლად გვერდით ვერ მარა… მაინც მიხარია რო გიცნობ …
მომენატრესავით…
:*
June 20th, 2010 at 15:32
მომეწონა… ლამაზია
გაგრძელება იმედია იქნება! მიყვარს ხელოვნება…
June 20th, 2010 at 15:34
დათო ვინაა?
June 20th, 2010 at 15:42
ააა წავიკითხე ვინცაა… : ) საინტერესო ადამიანი ჩანს… მიყვარს უცნაური და განსხვავებული ადამიანები…
June 21st, 2010 at 19:13
მშვენიერია , იმედია მალე დაიდება გაგრძელებაც .როგორც ” გაბო “-მ აღნიშნა მართლაც კარგი წასაკითხია ( მსუბუქი )