May
24
2010
- თავის დაუფასებლობა დაგღუპავს შენ.
- ა?
- რაც გაიგე.
- შემეშვი რა, მეძინება.
- ვიცი, რომ ჩვენს სხეულს ეძინება.
- ოხ, დაბრუნდა მეორე მე?
- ეგ ჯერ კიდევ საკითხავია ვინაა მეორე.
- აუ, თქვენ ისევ დაიწყეთ? დამაძინეთ რა.
- გვაცადე რა საუბარი.
- მართლა დაგვაცადე, ხომ ხედავ, პრეტენზიები აქვს ალტერას.
- შენ ცინიკოსობაც გისწავლია, მაგრამ საკუთარი თავის დაცინვა ვერაფერი შვებაა.
- აჰა, უკვე საკუთარი თავიც გახდი?
- მორჩი მაიმუნობას და საღად აზროვნება ისწავლე, ვერ ხვდები, რომ საკუთარი თავის ფასი არ იცი?
- საიდან მოიტანე?
- შენი ქცევებიდან.
- და რა უნდა დავიფასო?
- აბა თუ გამოიცნობ.
- შენი ნერვები არ მაქვს, სხვა დროს იყოს, მაგალითად ხვალ, ავტობუსში.
- კარგი..

…
ბარემ ბოლომდე წაიკითხე პოსტი
10 კომენტარი | თეგები: ალეტ ეგო, გაორება, დაბრუნება, თავის დაუფასებლობა, თავის დაფასება, ცინიზმი, ძილი | მიეკუთვნება კატეგორიას რაღაც ჩემი ცხოვრებიდან
Feb
3
2010
ძილი. რა უცნაური მოვლენაა. ადამიანთა უმრავლესობა მთელ დღეს უამრავ მისნაირთა გარემოცვაში ატარებს. ჩვენ ვიზიარებთ ჩვენნაირთა ემოციას, განცდას, სიხარულს, ტკივილს.. ამ ყველაფერს რაღაც დოზით მაინც, თუნდაც წამიერად გულში გაელვებულს, თუნდაც მის სიღრმემდე არ ჩასულს, სულ ოდნავ მაინც, სულ ცოტა ხნით მაინც.

ნიღბები

მაგრამ მერე ღამდება, ადამიანი დასაძინებლად წვება და სწორედ მაშინ იქცევა ისეთ მარტოხელად, როგორც არასდროს. თუნდაც გვერდით ვინმე ეწვეს, ისინი ვერ გახდებიან ერთმანეთის თანაზიარნი ძილში, სადაც ადამიანს ერთმევა ყველა სულიერი, ყოველივე რეალური და მკვდრეთით აღმდგარი ეგებება თავისსავე ილუზიებში ჩამომხრჩვალ აჩრდილებს. პირისპირ და მარტოდმარტო. მოხეტიალე ვნებებისა და უმადური მადლის მქმნელების გვერდის ავლით, ტკივილის მაღლა და შვების დაბლა, სრულიად უგრძნობი და უცნობიერო. მხოლოდ ნალექით დახატული, ულოგიკოთა და ყოველგვარი კანონზომიერების გარეშე მონთხეული ფერების ბრჭყვიალში გამომკრთალი თავისივე აზრების მარადიულ უსუსურობაში გადამდნარი, ფიქრთა ნახარშის მძიმე ორთქლით დანესტილ მოქმედებების კედელსა და ჭერში. ბარემ ბოლომდე წაიკითხე პოსტი
12 კომენტარი | თეგები: ადამიანი, აზრი, ილუზია, მარტოხელა, ნიღაბი, სამჭედლო, ძილი | მიეკუთვნება კატეგორიას ჩანახატები
Feb
3
2010
სანამ უშუალოდ თემაზე გადავიდოდე, მინდა პატარა წამოწყების შესახებ გამცნოთ. უკვე ორმა ადამიანმა შემომთავაზა, რომ ქართულ მხატვრულ ბლოგზე მათ მიერ მოწოდებული პოსტები გამომექვეყნებინა. მიზეზი ის არის, რომ მათ მოსწონთ Notes.Ge-ზე შექმნილი გარემო. მეც სიამოვნებით დავთანმხდი და გადავწყვიტე ასეთი პოსტები “უსახელო მბლოგავების” კატეგორიაში მომეთავსებინა. ამიერიდან, ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია მომაწოდოს თავისი ნააზრევი და თუკი ის ქართული მხატვრული ბლოგის ფორმატის შესაბამისი იქნება, აუცილებლად დაიდებს ბინას მასზე.
ეს პოსტი ეკუთვნის ნათია ხვიჩიას, იგივე poison_girl-ს.
ძალიან არ მიყვარს “შეკვეთით” თემების წერა. როცა მოგინდება, მაშინ უნდა წერო. აზრები თავისთავად უნდა მოგდიოდეს თავში და იღვრებოდეს ფურცელზე ლამაზ ასოებად. თორემ, ერთი საათი რომ იფიქრო, შემდეგი სიტყვა რა დაწერო, თემა აღარ გამოვა ნამდვილი და ცოცხალი.
მაღიზიანებს ზოგადი, გაცრეცილი ფრაზები: “მე ბედნიერი ვარ, როცა ჩემი ოჯახი, ჩემი ნათესავები, ახლობლები და მეგობრები ჯანმრთელნი არიან, როცა ქვეყანაში სიმშვიდეა” და ა.შ. ასეთი რაღაცები ბედნიერებას არ უნდა განიჭებდეს. ეს ყველაფერი თავისთავადია და ეს შენი ყოველდღიურობა უნდა იყოს, შენი ცხოვრების წესი. ამიტომაც, როცა ამ თემის წერა დავიწყე, მხოლოდ საკუთარი თავი გამახსენდა. შეიძლება ცოტა ეგოისტურად ჟღერს, მაგრამ სიმართლეა. სინამდვილეში, ყველა ადამიანი ეგოისტია, უბრალოდ, რცხვენიათ ამის აღიარების, რადგან იციან, გაკიცხულნი იქნებიან ამის გამო. საზოგადოება ხომ ყოველთვის იმას გმობს, რაც ყველაზე მეტად არის მისთვის დამახასიათებელი. იცით როდის ვარ ბედნიერი? ყოველ წამს. რადგან ჩემთვის ბედნიერება სწორედ სიცოცხლეა, ის, რომ ვარსებობ, ვსუნთქავ, ვგრძნობ. ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია ყველაფრის დანახვა, რაც ჩემს ირგვლივ არის, კარგისაც და ცუდისაც. ცუდის დანახვა და შეგრძნებაც ბედნიერებაა ჩემთვის, რადგან მხოლოდ კარგი და ლამაზი ცხოვრება მოსაწყენია მგონია.
ვერ ვიტან ძილს, იმიტომ რომ მგონია, ბედნიერების წუთებს ვფლანგავ უაზროდ. არადა ძილში ვატარებთ თითქმის ნახევარ ცხოვრებას.
უბედნიერესი ვარ, როცა ვხედავ ცას, როცა ვარსკვლავების სიკაშკაშე მჭრის თვალს, როცა მზის მცხუნვარებას შევიგრძნობ, ან როცა ზღვის ტალღების ხმა მესმის. ზღვაზე დიდი ბედნიერება ხომ არაფერია. ბარემ ბოლომდე წაიკითხე პოსტი
22 კომენტარი | თეგები: ბედნიერება, დაბადების დღე, დღესასწაული, ზღვა, საზოგადოება, სიყვარული, უსახელო მბლოგავები, ძილი | მიეკუთვნება კატეგორიას უსახელო მბლოგავები