May 25 2010

ჩემს სექსუალურ მუზას!

ნუთუ ვერ ხედავ რა მემართება, შენ მე მაგიჟებ!
მანიაკივით ვიქცევი შენთან, მთვარეულს ვგავარ!
გული მერევა, როცა მაგ ცეცხლის მკერდზე მპატიჟებ
მხოლოდ შენ ძალგიძს რომ გამაგიჟო,  ჭკუას გადავალ.

მე შეშლილი ვარ, შიზოფრენიკი, გადარეული,
ყელი გამოგჭრა მინდა და ხანაც სექსი მსურს შენთან.
შენც მანიაკო, ჩემი ვნებების ხარ მზარეული
მოდი ერთხელაც ჩვენი ლტოლვისთვის კოცონი შევქმნათ.

შენ გახრწნილი ხარ, ვნებებს აჰყევი, ღრმად იძირები
მაინც მიზიდავ, მაინც აღმაგზნებ, მაინც ვირევი.
მინდა შენს მკერდზე შემოვაწყო კედის ძირები
მერე თუ გინდა დამკბინე ზურგზე, არ გავინძრევი.

და ის რაღაც, რაც ასე ძალიან მიზიდავს შენში,
ალბათ ისაა, რომ შენც გიჟი ხარ, შენ რჩები ჩემში
როცა გიყურებ, მაგ შენს თვალებში ანგელოზიც ჩანს,
თუ ღრმად ჩაგხედავ, ჭირვეულობის ვხედავ ხალიჩას.

შენ ეშმაკი ხარ ქალად ჩაცმული, მგზნებარე, ავი
მაგრამ მინდიხარ, ჯერ კიდევ არ მომაბეზრე თავი
არ გავხარ კეკლუც, ცანცარა, სულელ, პატარა გოგოს,
რომელმაც იცის და თან არც იცის რა მოიგონოს.

შენ ხარ მელანი ჩემი კალმისა, როცა რამეს ვწერ
როცა ფურცლებით გარშემორტყმული  რითმებს დავეძებ.
შენ რომ წახვიდე, რომ მიმატოვო, ვენებს დავისერ,
შენ ხარ მიზეზი, რომ ვიარსებო, რომ არ დავეცე.

შენ უზრუნველყობ ნათებას ჩემში, ახლოს ხარ სულთან
ჩემთვის მიწა ხარ, ის ჰაერიც ხარ, რომელსაც ვსუნთქავ,
შენ ის სიტყვა ხარ, რომელსაც ვეძებ გრძნობის სათქმელად
შენ შაურმა ხარ, რომელსაც ვერვის მივცემ საჭმელად.


Oct 28 2009

როგორ გავხდეთ გამხდარი? : ))

წონის პრობლემა ბევრისთვის თავსატეხს წარმოადგენს, განსაკუთრებით კი ჭარბი წონის პრობლემა. მე გთავაზობთ ჭარბ წონასთან საბრძოლველ უნივერსალურ მეთოდს, რომელიც საკუთარ თავზე გამოვცადე და რომელმაც გაამართლა.

დავიწყებ იმით, რომ 15 წლის ასაკში სიმაღლეში ვიყავი 1.63 და ვიწონიდი დაახლოებით 60 კილოგრამს. დღესდღეობით კი, 18 წლის ასაკში 1.75 ვარ სიმაღლეში და 62 კილოგრამია ჩემი წონა. ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ერთი პერიოდი 75 კილოც ვიყავი.

მაშ ასე, ახლა გაგიზიარებთ სიგამხდრის საიდუმლოს, რომელიც აღმოვაჩინე, თუმცა მაინცდამაინც ნუ მენდობით, რადგან ყველა სხვადასხვანაირად ვითარდება და შესაძლებელია ჩემმა მეთოდებმა თქვენზე არც ისე ეფექტურად იმოქმედოს.

პირველი, რასაც ვაკეთებთ, შევდივართ უახლოეს მაღაზიაში, ვყიდულობთ 1 კოლოფ სიგარეტს და ვხდებით მწეველი. ეს აუცილებელი ატრიბუტია ფორმაში ყოფნისა.

შემდეგი დავალება ბარემ ბოლომდე წაიკითხე პოსტი