May 25 2010

ჩემს სექსუალურ მუზას!

ნუთუ ვერ ხედავ რა მემართება, შენ მე მაგიჟებ!
მანიაკივით ვიქცევი შენთან, მთვარეულს ვგავარ!
გული მერევა, როცა მაგ ცეცხლის მკერდზე მპატიჟებ
მხოლოდ შენ ძალგიძს რომ გამაგიჟო,  ჭკუას გადავალ.

მე შეშლილი ვარ, შიზოფრენიკი, გადარეული,
ყელი გამოგჭრა მინდა და ხანაც სექსი მსურს შენთან.
შენც მანიაკო, ჩემი ვნებების ხარ მზარეული
მოდი ერთხელაც ჩვენი ლტოლვისთვის კოცონი შევქმნათ.

შენ გახრწნილი ხარ, ვნებებს აჰყევი, ღრმად იძირები
მაინც მიზიდავ, მაინც აღმაგზნებ, მაინც ვირევი.
მინდა შენს მკერდზე შემოვაწყო კედის ძირები
მერე თუ გინდა დამკბინე ზურგზე, არ გავინძრევი.

და ის რაღაც, რაც ასე ძალიან მიზიდავს შენში,
ალბათ ისაა, რომ შენც გიჟი ხარ, შენ რჩები ჩემში
როცა გიყურებ, მაგ შენს თვალებში ანგელოზიც ჩანს,
თუ ღრმად ჩაგხედავ, ჭირვეულობის ვხედავ ხალიჩას.

შენ ეშმაკი ხარ ქალად ჩაცმული, მგზნებარე, ავი
მაგრამ მინდიხარ, ჯერ კიდევ არ მომაბეზრე თავი
არ გავხარ კეკლუც, ცანცარა, სულელ, პატარა გოგოს,
რომელმაც იცის და თან არც იცის რა მოიგონოს.

შენ ხარ მელანი ჩემი კალმისა, როცა რამეს ვწერ
როცა ფურცლებით გარშემორტყმული  რითმებს დავეძებ.
შენ რომ წახვიდე, რომ მიმატოვო, ვენებს დავისერ,
შენ ხარ მიზეზი, რომ ვიარსებო, რომ არ დავეცე.

შენ უზრუნველყობ ნათებას ჩემში, ახლოს ხარ სულთან
ჩემთვის მიწა ხარ, ის ჰაერიც ხარ, რომელსაც ვსუნთქავ,
შენ ის სიტყვა ხარ, რომელსაც ვეძებ გრძნობის სათქმელად
შენ შაურმა ხარ, რომელსაც ვერვის მივცემ საჭმელად.


Oct 13 2009

When the Sun goes down..

მზე ყველას უყვარს? ბავშვებს იმიტომ, რომ დიდები აყვარებენ, დიდებს კი იმიტომ, რომ უკვე იციან მისი ფასი. მზე ხშირად გვხვდება ზღაპრებსა და რომანებში, ლექსებსა და პოემებში, ჩანახატებსა და ნოველებში. ეს არცაა გასაკვირი, მზე ხომ გვათბობს, მზე გვინათებს სამყაროს. მაგრამ მზეს კიდევ აქვს რაღაც ძალა, რომლითაც იზიდავს ყოველ ადამიანს.  მზეს ხშირად ადარებენ ლამაზ ადამიანს, თუმცა მზე სულაც არ არის ლამაზი, არც ტანადია, არც დახვეწილი ნაკვთები აქვს, არც ქერათმიანია და არც ცისფერცხრათვალა : )))).

When the Sun goes down..

მაინც არ ვიცი, რატომ ესწრაფვის ყველა მზეს. ალბათ იმიტომ, რომ ის მაღლაა, იმ მწვერვალებზე მაღლა, რომელიც ადამიანს შეუძლია დაიპყროს. ალბათ სწორედ ეს არის მზის შარმი, ყველას ხომ ის უნდა, რასაც ვერ მიაღწევს. ადამიანი კი ვერასოდეს მიწვდება მზეს და ზუსტად ეს უნდა ხიბლავდეს მასში.

და რა ხდება მაშინ, როდესაც მზე ჩადის? მზის ჩასვლას მოყვება დაღამება, დაღამებას მოყვება სიგრილე, მოყვება შიში, მოყვება ცუდი შეგრძნება და ამ ყველაფერთან ერთად, მოყვება მუზაც. მუზას არ უყვარს მზე, მუზა ღამით იღვიძებს, როდესაც მზეს ძინავს. როდესაც მზე იმ მწვერვალებზე დაბლაა, რომლებსაც ჩვენ, ადამიანები ვიპყრობთ. სწორედ მაშინ გვეწვევა ხოლმე მუზა, რომელიც გადაგვახედებს დაბლა და გვაცქერინებს ჩასულ მზეზე, მზეზე, რომელიც ჩვენს დაბლაა..