სპამერობის დღე მხატვრულ ბლოგზე
გამარჯობა, მე შენ აქ შემოგიტყუე, იმიტომ რომ სხვა გზა არ მქონდა!
გუშინ ვათვალიერებდი ჩემი ბლოგის არქივს და გული სიამაყით მევსებოდა, მართლაც რომ მინიმუმ სასიამოვნო და კარგი საკითხავი ბლოგია, სხვა თუ არაფერი. გულდასაწყვეტია ის ფაქტი, რომ მკითხველის რაოდენობა ძალიან მცირეა, თითზე ჩამოსათვლელია ერთგული მომხმარებელი.
ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია იმის მისახვედრად, რომ ვიზიტორების გასაზრდელად მაივიდეო.ჯიზე რეკლამის განთავსებას ვერ შევძლებდი, ამიტომაც გადავწყვიტე, რადაც არ უნდა დამჯდომოდა, როგორმე ხმა მიმეწვდინა რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის და მეცნობებინა, რომ ქართულ ინტერნეტ სივრცეში არსებობს ერთი პატარა ლამაზი მხატვრული ბლოგი.
თუ დავუჯერებთ ტოპ.ჯის მთვლელს, შემიძლია გავიხსენო, რომ ვიზიტორების მაქსიმალური რაოდენობა ერთი დღის განმავლობაში იყო 198. ეს ფაქტიც თავისთავად მიუთითებს იმაზე, რომ ძალიან ცოტა ადამიანს თუ სმენია ნოუთს.ჯის შესახებ.
აქამდე ყოველთვის ვერიდებოდი ბლოგის სპამერული გზით დარეკლამებას და მხოლოდ ერთხელ თუ დავაშეარებდი ახალი პოსტის ბმულს ფეისბუქსა თუ ტვიტერზე. წუხელ კი, დაახლოებით ღამის 2-ის ნახევარი იქნებოდა, როდესაც გადავწყვიტე, რომ ჩემს ბლოგზე ნებისმიერ ფასად უნდა გამეზარდა ვიზიტორების რიცხვი, თუნდაც ერთი დღით!
Fეისბუქზე გაზიარებული რამდენიმე ძველი პოსტის გარდა, ძალიან კარგად გამოვიყენე თბილისის ფორუმი, სადაც სასწაულის ძალით გადავურჩი ვორნს. ასე იყო თუ ისე, გადავწყვიტე, სანამ ტოპ.ჯის პერსონალური გვერდების რეიტინგში პირველ ადგილზე არ აღმოვჩნდებოდი, მანამდე არ დავიძინებდი.
ერთი-ორჯერ ლამის ხელიც კი ჩავიქნიე და საძინებელს მივაშურე, რადგან მარუსას ბლოგს ღამის 4 საათზეც კი ემატებოდა ვიზიტორთა რაოდენობა, მე კი მეორე ადგილს ვერაფრით ვერ ვცდებოდი. თუმცა, ბოლომდე ბრძოლამ შედეგი გამოიღო და გამთენიისას 6-ის ნახევარზე ჩემი ბლოგი თავისი 100 უნიკალური ვიზიტორით პერსონალური გვერდების რეიტინგის სათავეში მოექცა.
6 საათზე გათიშული დავწექი და დავიძინე, კმაყოფილებისა და გამარჯვების ღიმის ტუჩებით ვგრძნობდი წყვდიად სიბნელეში და ასე ბედნიერსვე ჩამეძინა.
ამ დროისთვის კი (19:00), ტოპ.ჯის მონაცემებით ბლოგზე 308 უნიკალური მომხმარებელია შემოსული, რაც 100-ზე მეტიც აღემატება აქამდე დამყარებულ შიდა რეკორდს.
აი ასე იქცა 21 ივლისი სპამერობის დღედ ქართულ მხატვრულ ბლოგზე.
დღის ბოლოს:







