May
24
2010
- თავის დაუფასებლობა დაგღუპავს შენ.
- ა?
- რაც გაიგე.
- შემეშვი რა, მეძინება.
- ვიცი, რომ ჩვენს სხეულს ეძინება.
- ოხ, დაბრუნდა მეორე მე?
- ეგ ჯერ კიდევ საკითხავია ვინაა მეორე.
- აუ, თქვენ ისევ დაიწყეთ? დამაძინეთ რა.
- გვაცადე რა საუბარი.
- მართლა დაგვაცადე, ხომ ხედავ, პრეტენზიები აქვს ალტერას.
- შენ ცინიკოსობაც გისწავლია, მაგრამ საკუთარი თავის დაცინვა ვერაფერი შვებაა.
- აჰა, უკვე საკუთარი თავიც გახდი?
- მორჩი მაიმუნობას და საღად აზროვნება ისწავლე, ვერ ხვდები, რომ საკუთარი თავის ფასი არ იცი?
- საიდან მოიტანე?
- შენი ქცევებიდან.
- და რა უნდა დავიფასო?
- აბა თუ გამოიცნობ.
- შენი ნერვები არ მაქვს, სხვა დროს იყოს, მაგალითად ხვალ, ავტობუსში.
- კარგი..

…
ბარემ ბოლომდე წაიკითხე პოსტი
10 კომენტარი | თეგები: ალეტ ეგო, გაორება, დაბრუნება, თავის დაუფასებლობა, თავის დაფასება, ცინიზმი, ძილი | მიეკუთვნება კატეგორიას რაღაც ჩემი ცხოვრებიდან
Mar
24
2010

რწმენა
ვცხოვრობდი, როგორც უნდა მეცხოვრა
ვანტებდი სანთელს, ღმერთს ვადიდები.
ასე მასწავლეს, უნდა მელოცა
და მეც სიკეთეს გულში ვიდებდი.
ვეხმარებოდი ზოგჯერ უმწეოთ,
გამოშვერილ ხელს ხელით ვათბობდი
და ვნათდებოდი ასე უმზეოდ,
ყინულის გულებს სიტყვით ვადნობდი.
ვგრძნობდი, რომ სხვისთვის კარგი ვიყავი
და მიხაროდა ასე ცხოვრება,
მაგრამ ჩემს თავში ვიპოვე ავიც,
რამაც დამართა აზრს გაორება.
უეცრად სულში რყევა შევიგრძნე,
გამიძლიერდა უაზრო ეჭვი.
დაბრმავებულმა ვეღარ შევიცნე
როგორ ჩამესო ეშმაკის ეშვი.
ადრე თუ სხვების ცუდი მიკვირდა,
თავადვე გავხდი გასაკვირველი
და როცა სხვების ჭირი მიმძიმდა,
ჩემი ცოდვისვე ვიქეც მტვირთველი.
თითქოს ვუხვევდი მართალი გზიდან,
აღარც ტაძრისკენ მიწევდა გული.
ამ დროს კი თურმე მიცქერდნენ ციდან,
მელოდებოდნენ სულგანაბული.
უფრსკრულისაკენ მიმავალ ბილიკს
დაუღლელად და ხალისით ვსდევდი,
და მასზე ნაგებ, უხილავ მახეს
რომ არა რწმენა, – ვერ გამოვლევდი.
მას შემდეგ მივხვდი, მეღმერთს ვუყვარვარ
რადგან მაჩუქა მან მეგობრები,
რომელთა პირით მითხრა უფალმა,
რომ ჩემს წინ იყო დიდი მორევი.
ისევ დავიწყე ფიქრებთან ბრძოლა
და შერცხვენილი გავშეშდი წამით,
სხეულმა ისევ დაიწყო თრთოლვა,
..ძილს კი ეძინა სხვაგან იმ ღამით.
ბარემ ბოლომდე წაიკითხე პოსტი
26 კომენტარი | თეგები: გაორება, რწმენა, სიკვდილი, სული, ღმერთი, ცოდვა | მიეკუთვნება კატეგორიას ჩემი ლექსები
Feb
3
2010
ავტორი - ჰაიდეგუნდა
ჩემი პოსტები ძალიან შეუფერებელი რომ არ იყოს ბლოგისთვის პირველ პოსტს გთავაზობთ მბლოგავის საყვარელ თემაზე: შინაგან სამყაროსა და ორი მეს არსებობაზე.
ჩემთვის ეს თემა სულ სხვა კუთხით არის საინტერესო. გავრცელებულია აზრი, რომ ადამიანში არის ორი მე, რომლებიც ერთმანეთს ებრძვიან. ეს ბრძოლა ხშირად იწოდება “საკუთარ თავთან ბრძოლად” და თუ წარმატებით მთავრდება “თავზე გამარჯვებას უწოდებენ”. აი, სწორედ აქ იწყება ჩემი ინტერესის სფერო: კი მაგრამ, საიდან წარმოიშვება ეს ორი მე? ორივე ადამიანის ზრდასთან ერთად ყალიბდება თუ ერთ–ერთი თანდაყოლილია? რას ნიშნავს “საკუთარ თავზე გამარჯვება”, იქნებ პირიქით “საკუთარი თავი იმარჯვებს” და არა რაღაც სხვა ძალა მასზე?
ჩემ გარშემო ადამიანებს სულ სხვადასხვა მოსაზრებები აქვთ. ამ ბლოგის მკითხველისთვის კარგადაა ცნობილი მბლოგავის დამოკიდებულება, მისი აზრით, ორივე მე საჭიროა და მათ გარეშე წარმოუდგენელია ერთი პიროვნების არსებობა. თუმცა მას არც ერთხელ არ უხსენებია საიდან წარმოიშვა ან ერთი ან მეორე. ჩემი აზრი სრულიად განსხვავებულია, ვისურვებდი ჯერ ერთი წიგნი მაინც წამეკითხა ამ თემაზე და შემდეგ დამეწერა ეს პოსტი, მაგრამ იყოს ასე.

ბიჭი
დიდი ხანია ვაკვირდები ამ მოვლენას და მივედი ერთ დასკვნამდე: მიჩნეულია, რომ ადამიანში ორი მხარეა, ბოროტი და კეთილი და ორი მეს არსებობაც ამით იხსნება. ამ აზრს ნაწილობრივ ვეთანხმები. ჩემი აზრით, თუ სადმე ჩვენი სულის სიღრმეში არსებობს ორი მე, ერთი მართლა ჩვენ ვართ (მისი ძირითადი მახასიათებლები დაბადებიდან გვერგება და ეს ალბათ კეთილი ნაწილია… სიტყვა “კეთილი” პირობითია…რატომ ბოლოში მიხვდებით) და მეორე ცდილობს ხოლმე ჩამოყალიბებას გარკვეულ გარემოპირობებში (ასევე დასაშვებია, რომ ის პირველი ნამდვილი მე იყოს ბოროტი და სიკეთე ჩამოყალიბებას ცდილობდეს, ამ შემთხვევაში რა მოხდება არ ვიცი…ცოტა ანომალიურია ალბათ ეს, ჩემი აზრით ბოროტი მე არ არსებობს) რა თქმა უნდა, აქვე უნდა გავითვალისწინოთ გარემო და საზოგადოება, რომელშიც მოხვდება ადამიანი. თუ მას კავშირი ექნება ნორმალურ საზოგადოებასთან, რომლის პრინციპები მისაღებია მისთვის, უფრო განუვითარდება ნამდვილი მე. მეორე შემთხვევაში კი, თუ მას ბოროტ ბრბოსთან მოუწევს შეხვედრა, ყველაფერი დამოკიდებულია მეს სიძლიერეზე. ჩემთვის ნაცნობია ისეთი ადამიანის “მე”, რომელსაც მოუწია ბოროტ ბრბოსთან შეხლა–შემოხლა, ამიტომ პოსტი ეძღვნება სწორედ ასეთ საზოგადოებაში მოხვდერილ “მეს”. ბარემ ბოლომდე წაიკითხე პოსტი
18 კომენტარი | თეგები: ბრბო, გაორება, დაპირისპირება, საზოგადოება, უსახელო მბლოგავები | მიეკუთვნება კატეგორიას უსახელო მბლოგავები
Jan
12
2010

გაორება
-რა დავწერო?
- მე მეკითხები?
- არის აქ კიდევ ვინმე, თუ გასამებაც დამეწყო?
- ვინ უნდა იყოს? ეგ კითხვა გაკვირვების შედეგი იყო. გამიკვირდა, შენ ხომ ყოველთვის ცდილობდი არ მოგესმინდა შენი “ბოროტი ორეულისთვის”, ახლა კი, რჩევასაც ეკითხები, თანაც პირველს 17 წუთი აკლია, შენ კი დილით 8 საათზე უნდა ადგე..
- მაინტერესებს რა ილექება ჩემს ქვეცნობიერში, მაინტერესებს, ცინიკოსობისა და უგულობის გარდა თუ შევძლებ რამის აღმოჩენას.
- ეს ახლა რატომ გაგახსენდა? ბერად აპირებ აღკვეცას, თუ შეგაშინა რამემ?
- საიდან გამოგაქვს ასეთი დასკვნები? ამის გარკვევას ყოველთვის ვცდილობდი, თან იცი, რომ ღამე ვერ ვიძინებ.
- შენ გგონია, ჩემს გამო გაგირბიან? ყველას მოსწონხარ, მაგრამ სერიოზულად არავინ აღგიქვამს, უბრალოდ ერთობიან შენით, შენ ხომ ყველას ართობ.. და არც კი იცი ამას რატომ აკეთებ! მაინც რატომ, რატომ ცდილობ ყოველთვის სასაცილოდ მოიქცე? არც ისეთი სულელი და ცანცარა ხარ, როგორიც გინდა რომ იყო.
- არ ვიცი, ეგ ბუნებრივად გამომდის, ბავშვობიდან ასე ვარ, ყოველთვის რაიმე სასაცილოს ვეძებ, მერე ჩემეულ ინტერპრეტაციას ვუკეთებ და ამით ვერთობი, სხვებსაც ვახალისებ. არ გახსოვს სკოლა? ყოველ გაკვეთილზე შენიშვნას მაძლევდნენ უაზრო სიცილის გამო.. ბარემ ბოლომდე წაიკითხე პოსტი
61 კომენტარი | თეგები: გაორება, ორეული, სასაცილო, სიცილი, უძილობა, ქვეცნობიერი, ღამე, ცინიკოსობა | მიეკუთვნება კატეგორიას რაღაც ჩემი ცხოვრებიდან