Jul 7 2010

ჭორი თუ სიმართლე? – დიდი დეპრესია

“რა დაემართა? ამ ბოლო დროს ვეღარაა ხასიათზე..”

“იკაიფე, დავითა აღარ იცინის, ვინ იფიქრებდა”

“რა ჭირს მაგ ბიჭს? მაგრად შეიცვალა”

“როგორც თვითონ ამბობს, გამოცდების ბრალია, მაგრამ ეგ გამოცდებიც მაგრად კიდია..”

“ბლოგზეც აღარ წერს, როგორც თვითონ თქვა, ისვენებს, მაგრამ ამდენი ხანი? დაბრუნდება საერთოდ?”

“ბოლოს როდის დაწერა ლექსი? არც ისე ნიჭიერი ყოფილა, მეტს ველოდი მისგან”

“ეს თავის გადაპარსვა რაღა იყო?”

“მაგარი ზარმაცია, ეგ ვერაფერს მიაღწევს ცხოვრებაში, ყველაფერი ეზარება, მოტივაცია არ გააჩნია”

“პოტენციალი აქვს, მაგრამ ვერასდროს გამოიყენებს, გასაფლანგადაა განწირული მაგის ნიჭი”

“ან ეს ბოლო პოსტები რას გავს, ძალითაა დაწერილი, ვინ იყო მაგის მუზა? ნუთუ მისი ბრალია?”

“ეგ ვერაფერს მიაღწევს”

“ვერაფერს მიაღწევს”

“ვერაფერს”

….

ესაა, ეს არის ხალხის შეფასება, შეფასება, რომელიც შორიდან დანახულიდან გამომდინარეობს. ერთი შეხედვით, თვალის მოკვრით გამოტანილი დასკვნები, არავინ იხედება შიგნით, ღრმად, სულში. იქნებ მე არ ვუშვებ არავის? შეიძლება, მაგრამ რატომ? ხომ უნდა არსებობდეს მიზეზი? მიზეზიც არსებობს, როგორ არა. ვერ ვგრძნობ, რომ ვინმეს მართლა უნდა ჩემს შიგნით შეხედვა, ჩემი არეკვლა, ჩემი დანახვა, ჩემი აღქმა. არა, ყველაფერი მოვალეობის მოხდის მიზნით ხდება, ნამდვილად რომ აინტერესებდეს ვინმეს, შემოანგრევდა კარს და შემომივარდებოდა სულში, ძალით მომკიდებდა ხელს, ამომათრევდა ჭაობიდან, ზურგზე მომიკიდებდა, ხელში ამიყვანდა, შეუძლებელია ვინმეს ნამდვილად სურდეს ჩემი დახმარება.

ხანდახან მე თვითონ ვიქცევი ისე, თითქოს არაფერი მიჭირს, პირიქით, ძალიან კარგად ვარ, უმაღლესად, ჯადოსნურად, იმდენად თავდაჯერებულად ვიქცევი, მართლა ვიჯერებ ხოლმე, რომ ყველაფერი კარგადაა. არადა ხომ ვიცი, შინაგანად ვკვდები, სადღაც ვეშვები, არადა მეგონა სულ მაღლა წავიდოდი, გავქვავდი, გავშეშდი, განვითარება შევწყვიტე, ადრე უკეთესი ვიყავი, ვუარესდები.

არც ერთი გოგო არ მიჩერდება, 1 თვეც ვერავინ მიძლებს. მეგონა, მათში იყო პრობლემა, მაგრამ ყველაში? ყველა პრობლემატურია? მე ვარ მარტო უნიკალური? არა, ალბათ მე თვითონ ვარ მთავარი პრობლემა. ვდგავარ წვიმაში და ვწუხდები, ვერ ვხდები რომ მაწვიმს, მაგრამ ვწუხდებდი. წვიმა მსიამოვნებს, მაგრამ რომ მაწვიმს ეგ მაწუხებს, წვიმის წვეთების შეხება სასიამოვნოა.

რაღაც შეიცვალა, შიგნით გამოიცვალა, სულში მოხდა გარდატეხა, ვერ ვხსნი, არ ვიცი რა ხდება. არც ერთმა არ ვიცი, სამივემ გავჭედეთ.

არ ვიცი. დახმარება მჭირდება.


Jun 23 2010

Doody ქუჩაში

დიდი ხნის წინათ, მარიმარისტერმა დამთაგა ამ პოსტში.

მე კი, რეაბილიტაციის კურსს გავდიოდი და წერა არ შემეძლო.

ეს კი, ერთგვარი Guess-who’s-back პოსტი იქნება მხატვრულ ბლოგზე.

დიახ, ვეცდები დავბრუნდე!

ქუჩაში, მტვერში ან თუნდაც სკვერში.

რას ვბოდიალობ? ამ ბოლო დროს მარტო ლექსებს ვწერ და იგრძნობა გავლენა. ფორმიდანაც ამოვარდნილი ვარ, რას ვწერ მე თვითონაც არ ვიცი, მაგრამ იმედი მაქვს გავხურდები და ბოლომდე ჩავალ.

როგორ?

ხო, უნდა აღვნიშნო, რომ ყოველთვის საგრძნობლად მიხარია, როდესაც ვინმე მე ან ჩემს ბლოგს ცნობს, ან უბრალოდ სმენია ჩვენს შესახებ. ამიტომ, თუკი ასეთები თქვენს შორის კიდევ არსებობენ და სადმე დამინახავენ, შეუძლიათ, მოვიდნენ, ხელი ჩამომართვან, შაურმა მიყიდონ და ა.შ.

და მაინც, თუკი უფრო თავგადაკლული მკითხველებიც არსებობენ (რაც ალბათ ძალიან გადავაჭარბე), ისინი უთუოდ დაინტერესდებიან იმით, თუ  სად შეიძლება რომ შემხვდნენ, ანუ იმ ტერიტორიით რომელზეც მე დავნარნარებ ყოველდღიურად.

1. თემქა – ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, სადაც ჯერ ხალხმა არ იცის რა არის ბლოგი და არც ეუბნებიან.

2. ალბათ ერთგულ მკითხველს ისიც ეცოდინება, რომ მე არ ვმუშაობ და არ გამაჩნია შემოსავლის წყარო. სწორედ ამიტომ, არ უნდა გაგიკვირდეთ, თუკი სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან ასეთ მდგომარეობაში მიხილავთ.

3.  ჩემი აღმოჩენა ასევე შესაძლებელია ბლოგერების ექსკურსიაზე, რომელიც გასულ კვირას მოეწყო ჩარგალში და რომელზეც არა ერთი რამ ითქვა და დაიწერა. ასე რომ, თუ თქვენ გიყვართ Doody (მბლოგავი) და გსურთ მასთან ერთად დღის 60%-ის გატარება, აუცილებლად წადით შემდეგ ექსკურსიაზე, სადაც აღმოაჩენთ მას ჩვეულ გასამებულ მდგომარეობაში.

4. თუ თქვენ გამოცდები მაღლივში გიტარდებათ, გაგიმართლათ, რადგან Doody-ისაც მაღლივში უტარდება გამოცდები.

5. ასევე Doody-ის ამ ბოლო დროს, სხვა ბლოგერებთან ერთად ხშირად შეხვდებით ვერის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე საღამოობით.

6. Doody-ის ძალიან მოეწონა მთაწმინდის პარკი, მისთვის იგი მუზების აღმძვრელი აღმოჩნდა, განსაკუთრებით საღამოს, მზისჩასვლისას. ასე რომ, იქაც შეგიძლიათ იხილოთ თქვენი სიმპათიური მბლოგავი.

აი ასეთი ბედნიერია ხოლმე Doody იქ:

7. და რაც ყველაზე მთავარია, თქვენ უკვე იცით, Doody-ის არ უყვარს ტაქსები, რადგან იქ ვერავის დაუთმობს ადგილს და იკარგება მისი ზრდილობის ეტალონი, ამიტომაც მას ხშირად შეხვდებით მეტროსა და ყვითელ ავტობუსებში.

პ.ს. ვინც ჯერ არ იცით, Doody მბლოგავის ახალი მეტსახელია და შეგიძლიათ ასე მოიხსენიოთ, თავად ძალიან მოსწონს.

Doody მოუთმენლად ელოდება თავის მკითხველთან შეხვედრას.


Mar 9 2010

პირველი საუკუნის დასასრული ანუ მეასე პოსტი

სტატისტიკაზე გარკვეული წარმოდგენა ყველა ჩვენგანს გვაქვს შექმნილი და ძალიანაც მოგვწონს. ძირითადად, ე.წ. “მრგვალი თარიღები” გვიზიდავს. მაგალითად, განსაკუთრებულად აღვნიშნავთ 20, 50, 100 და 150 წლის იუბილეს. ამ უკანასკნელის აღნიშვნას თქვენივე გამომცხვარი ტორტით გისურვებთ.

სწორედ ასეთი პატარა და თითქმის უმნიშვნელო სტატისტიკაა ქართულ მხატვრულ ბლოგზე ისიც, რომ ახლა მეასე პოსტი იწერება. ამიტომაც შევეცდები ვისაუბრო იმაზე, თუ როგორ და სად დაიწყო ჩემი მბლოგავობა, როგორ გაგრძელდა და როგორ ვერ მოიპოვა პოპულარობა. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ქართულმა მხატვრულმა ბლოგმა უკვე მოახერხა გარკვეული გარემოს შექმნა ინტერნეტ სამყაროში, სადაც მისი მკითხველი ერთად იკრიბება და კომენტარების საშუალებით წვეთ-წვეთად მიმოიქცევა მისი მაჯის დაჭიმულ და ქორფა ვენებში.

მეასე საიბულეო პოსტი

მოდით, დავიწყებ სულ თავიდან. ორი თუ სამი წლის წინ, როდესაც მოულოდნელად ლექსების წერა დავიწყე (თუმცა ალბათ მოლოდინით არავინ იწყებს), მათ ჩვეულებრივ “ვორდის დოკუმენტში” ვინახავდი და მეგონა, რომ ამაზე უსაფრთხო არაფერი იქნებოდა. თუმცა ერთ ავბედით დღეს, ჩემმა კომპიუტერმა ასევე მოულოდნელად გადაწყვიტა აღარ ჩართულიყო და აღარც ჩართულა, სანამ “ვინჩესტერი” არ გადავუნერგე. რთული მისახვედრი არ არის, თუ რა ბედი ეწია ჩემს სათუთ რითმებს და როგორ ერთიხელისმოსმით იქცა ტკბილ მოგონებად. ბარემ ბოლომდე წაიკითხე პოსტი