ჭორი თუ სიმართლე? – დიდი დეპრესია
“რა დაემართა? ამ ბოლო დროს ვეღარაა ხასიათზე..”
“იკაიფე, დავითა აღარ იცინის, ვინ იფიქრებდა”
“რა ჭირს მაგ ბიჭს? მაგრად შეიცვალა”
“როგორც თვითონ ამბობს, გამოცდების ბრალია, მაგრამ ეგ გამოცდებიც მაგრად კიდია..”
“ბლოგზეც აღარ წერს, როგორც თვითონ თქვა, ისვენებს, მაგრამ ამდენი ხანი? დაბრუნდება საერთოდ?”
“ბოლოს როდის დაწერა ლექსი? არც ისე ნიჭიერი ყოფილა, მეტს ველოდი მისგან”
“ეს თავის გადაპარსვა რაღა იყო?”
“მაგარი ზარმაცია, ეგ ვერაფერს მიაღწევს ცხოვრებაში, ყველაფერი ეზარება, მოტივაცია არ გააჩნია”
“პოტენციალი აქვს, მაგრამ ვერასდროს გამოიყენებს, გასაფლანგადაა განწირული მაგის ნიჭი”
“ან ეს ბოლო პოსტები რას გავს, ძალითაა დაწერილი, ვინ იყო მაგის მუზა? ნუთუ მისი ბრალია?”
“ეგ ვერაფერს მიაღწევს”
“ვერაფერს მიაღწევს”
“ვერაფერს”
….

ესაა, ეს არის ხალხის შეფასება, შეფასება, რომელიც შორიდან დანახულიდან გამომდინარეობს. ერთი შეხედვით, თვალის მოკვრით გამოტანილი დასკვნები, არავინ იხედება შიგნით, ღრმად, სულში. იქნებ მე არ ვუშვებ არავის? შეიძლება, მაგრამ რატომ? ხომ უნდა არსებობდეს მიზეზი? მიზეზიც არსებობს, როგორ არა. ვერ ვგრძნობ, რომ ვინმეს მართლა უნდა ჩემს შიგნით შეხედვა, ჩემი არეკვლა, ჩემი დანახვა, ჩემი აღქმა. არა, ყველაფერი მოვალეობის მოხდის მიზნით ხდება, ნამდვილად რომ აინტერესებდეს ვინმეს, შემოანგრევდა კარს და შემომივარდებოდა სულში, ძალით მომკიდებდა ხელს, ამომათრევდა ჭაობიდან, ზურგზე მომიკიდებდა, ხელში ამიყვანდა, შეუძლებელია ვინმეს ნამდვილად სურდეს ჩემი დახმარება.
ხანდახან მე თვითონ ვიქცევი ისე, თითქოს არაფერი მიჭირს, პირიქით, ძალიან კარგად ვარ, უმაღლესად, ჯადოსნურად, იმდენად თავდაჯერებულად ვიქცევი, მართლა ვიჯერებ ხოლმე, რომ ყველაფერი კარგადაა. არადა ხომ ვიცი, შინაგანად ვკვდები, სადღაც ვეშვები, არადა მეგონა სულ მაღლა წავიდოდი, გავქვავდი, გავშეშდი, განვითარება შევწყვიტე, ადრე უკეთესი ვიყავი, ვუარესდები.
არც ერთი გოგო არ მიჩერდება, 1 თვეც ვერავინ მიძლებს. მეგონა, მათში იყო პრობლემა, მაგრამ ყველაში? ყველა პრობლემატურია? მე ვარ მარტო უნიკალური? არა, ალბათ მე თვითონ ვარ მთავარი პრობლემა. ვდგავარ წვიმაში და ვწუხდები, ვერ ვხდები რომ მაწვიმს, მაგრამ ვწუხდებდი. წვიმა მსიამოვნებს, მაგრამ რომ მაწვიმს ეგ მაწუხებს, წვიმის წვეთების შეხება სასიამოვნოა.
რაღაც შეიცვალა, შიგნით გამოიცვალა, სულში მოხდა გარდატეხა, ვერ ვხსნი, არ ვიცი რა ხდება. არც ერთმა არ ვიცი, სამივემ გავჭედეთ.
არ ვიცი. დახმარება მჭირდება.


July 7th, 2010 at 16:00
შენი თავის გარდა სხვა ვერასოდეს ვერაფერში ვერ დაგეხმარება!! სანამ შენ არ გაიმართები და არ გადაწყვეტ რომ ეგრე ყოფნა მოგბეზრდა და აღარ გინდა მანამდე არაფერი შეიცვლება მთელი არმია რომ ცდილობდეს შენს დახმარებას და ხელს გიწვდიდეს!
პ.ს თვითშეცოდება და წუწუნი ყველაზე მდაბიო და უმსგავსო საქციელია!! :*
July 21st, 2010 at 19:52
მაშინ რატომ არსებობს ერთზე მეტი ადამიანი? : ))
ძალიან უაზრო ნათქვამია “სხვა ვერასოდეს ვერაფერში ვერ დაგეხმარება”
არავინ დაგხმარებია?
მაშინ რატომ არსებობს სიტყვა დახმარება?
არც თვითშეცოდებაა ყველაზე მდაბიო საქციელი, თავი თუ არ შეიცოდე, არც სხვა შეგეცოდება.
July 7th, 2010 at 16:12
შენი პრობლემა იცი რა არის? სხვისგან ითხვო ყველაფერს, და დამიჯერე არავინ გამოგეკიდება.. განა იმიტომ რომ არავის უყვარხარ, უბრალოდ ყვლას თავისი ცხოვრება და საკმარისი პრობლემები აქვს და შენ კიდე შენი გგონია ყველაზე ორიგინალური და ერთდაერთი,, შენ თავს შენ თვითონ უნდა დაეხმარო, დავიჯერო 3 მე-დან ვერცერთი ვერ ხვდება მაგას? თუმცა მგონი რომელიღაც უკვე მიხვდა თორე სხვა შემთხვევაში არ დაწერდი ” მეგონა, მათში იყო პრობლემა, მაგრამ ყველაში? ყველა პრობლემატურია? მე ვარ მარტო უნიკალური? არა, ალბათ მე თვითონ ვარ მთავარი პრობლემა.”
და კიდე შენ თვითონ უნდა შეუწყო ხელი სხვას რომ დაინახოს შენი სამყარო. შემოვიდეს შიგნით..
არ მიყავრს ასე რომ წუწუნებხოლმე და თავს გვაცოდებ .
July 7th, 2010 at 22:13
“და კიდე შენ თვითონ უნდა შეუწყო ხელი სხვას რომ დაინახოს შენი სამყარო. შემოვიდეს შიგნით.. ”
Yep! ვეთანხმები.
@doody, შენ კიდე მოდი აქ. :*
July 21st, 2010 at 21:17
შენ რა გაბლატავებს ერთი? ბლატვიუ)))
July 21st, 2010 at 20:01
@სალომეა, მომეწონა შენი კომენტარი.
July 7th, 2010 at 16:17
საკუთარ თავს შენ თუ არ უშველე და დაეხმარე ვერავინ გიშველის…სხვამ შეიძლება უბრალოდ ბიძგი მოგცეს, ხელი წაგიკრას…სერიოზულ დახმარებას ვერ გაგიწევს “შენ თვითონ”-ის გარდა ვერავინ!
“არც ერთი გოგო არ მიჩერდება, 1 თვეც ვერავინ მიძლებს. მეგონა, მათში იყო პრობლემა, მაგრამ ყველაში? ყველა პრობლემატურია? მე ვარ მარტო უნიკალური? არა, ალბათ მე თვითონ ვარ მთავარი პრობლემა.” – ამას რაც შეეხება ერთი მინდა გითხრა ყველანი უნიკალურები ვართ, და საქმე იმაშია არაა რო შენ ხარ მთავარი პრობლემა ან “ისინი” ყველანი ცუდები იყვნენ, უბრალოდ “ის” ერთადერთი არ შეგხვედრია ვინც გაგიგებდა და ისეთს შეგიყვარებდა და “გაგიძლებდა” როგორიც ხარ…:)))
ვაიმე რა ანიკო დეიდასავით დაგმოძღვრე:))) იმედია არ მიწყენ
))
July 7th, 2010 at 16:17
სანამ სხვა მოვა იმ სამიდან რომელიმე “მე”-ს სთხოვე გამოფხიზლდეს და დაგეხმაროს…დროის ამბავია, ყვლა დეპრესია წარმავალია, ეხლა ალბათ კრიტიკულ სიტუაციაში ხარ და ყველაფერს მუქ ფერებაში აღიქვამ, შეეცადე ყველას აზრი დაიკიდო, ვერსადროს იქნები ყველასთვის მოსაწონი, თუ შენზე ასე ფიქრობენ ეს მათი პრობლემაა, უბრალოდ შეეცადე საკუთარი თავი დაარწმუნო რო ყველაფერი კარგად იქნება და იმ “შეწყვეტილ” განვითარებასაც გააგრძელებ და ამას სხვებიც დაინახავენ. ხალხი ბრბოა, და მათი აზრის გაკონტროლება მხოლოდ საკუთარ თავში დარწმუნებულ ადამინს შეუძლია. თუ რამით შემიძლია დაგეხმარო, სიამოვნებით, მარტო არ ხარ (მაგრამ საკუთარი თავის იმედს ნურასდროს დაკარგავ, სამივე ხო განსხვავებულია შენში ( : ]
July 7th, 2010 at 16:18
სხვა მართლა ვერ დაგეხმარება, მესმის რაზეც წერ, ასეთ დროს როგორც არ უნდა ელოდე სხვის დახმარებას და გაგებას, ვერავინ მოახერხებს ისე,შენ რო გეგონოს რომ გეშველა და მოგეშვა, ეს ან ყველა ადამიანის ცხოვრების პერიოდია, როდესაც ისე ირევა ყველაფერი, რომ არ იცი როგორ დააწყო და მაგ დროს იცვლები შინაგანად,ზოგჯერ ეს პერიოდი დიდხანს გრძელდება და მერე აღმოაჩენ რომ მაგის ხანგრძლივლობა შენზე იყო დამოკიდებული და საკუთარი თავზე უკეთესად ამას ვერავინ გამოასწორებს.
ამდაგვარს როდესაც მეუბნებონენ, მაშინ ვიძახდი, რომ ადამინი გიჟი უნდა იყოს არეულად და ცუდად ყოფნა რომ სიამოვნებდეს,მაგრამ მერე აღმოჩნდა რომ ადამიანს კი არ უნდა, უბრალოდ დასვენება ჭირდება და რაღაცის შეცვლა ცხოვრებაში და ამ ძიების პროცესში უბრალოდ ცარიელია.
July 7th, 2010 at 16:31
ყოველთვის გიყვარდა წუწუნი ))))
ყველაფერი კარგად გექნება შენ.. ტყუილად დეპრესიონერობ, ეს ყველაფერი დროებითია.
წარმატებები :*
July 7th, 2010 at 16:32
უი… აი ეს შენ… გჩუქნი… იმიტომ რომ მე_ძვირ_ფასები, შემო_მეგობრდი…
ბედნიერებას გისურვებ, ოღონდ ისეთს არა ოცნებათა ღალატის ფასად რომ ყიდულობენ. გისურვებ მუდამ შეგეძლოს ცოცხალი სამყაროს უსასრულო მრავალფეროვნებით აღფრტოვანება…
……………………………………..
……………………………………..
ბედნიერებას გისურვებ!!!
ცა_მეტი (galogre)
July 7th, 2010 at 21:22
ზემოთ გამოთქმულ გამოხმაურებებს ნაწილობრივ არ ვეთანხმები იმაში, რომ თავს გვაცოდებ.
რა გირჩიო დავით, უბრალოდ გეტყოდი, რომ ნუ გახდები შენი ფიქრების და ვულკანების ტყვე..
July 8th, 2010 at 00:40
ახლა აღარ ვკითხულობ კომენტარებს. ცრემლი დამადგა თვალზე… წუწუნი გიყვარს თუ არა, არ ვიცი, კარგად არ გიცნობ, მაგრამ მინდა გიშველო… რამით… ოღონდ რით?..
July 8th, 2010 at 14:23
Ratoo WUWUNEB?
:|
July 8th, 2010 at 15:21
წუწუნი არაა, ამას ყველა ფიქრობს თავისთვის, უბრალოდ ეს ხმამაღალი გაფიქრებაა. პოსტს რომ ვკითხულობდი დახმარება მომინდა…
July 8th, 2010 at 22:30
ცაცია ხარ, თანამოხელევ?
July 9th, 2010 at 02:13
ზოგი ამაყობს, რომ ყოველთვე გოგოებსა და რელეიშენშიფ სტატუსებს იცვლის, შენ რაღა მოგივიდა
)) მოვა დამსახურებული არდადეგები, წაიწაღვერებ, მჟავე წყალზე გაიტასავებ ფსკერდაჟანგული ფანტის ბოთლით და ისევ შეიგრძნობ სიცოცხლეს… (ენჯელ) და მიხვდები, როგორ ატრაკებდი ამ პოსტამდე და ამის შემდეგ ცოტა ხანი. მეც მიყვარხარ
)))) :*
July 19th, 2010 at 15:01
ნამყოფი ვარ მაგ სულში დათ, ერთი–ორი ჭიქა ყავაც მაქ დანალევი : ))) :** ბოთე :*
July 19th, 2010 at 15:11
გარდატეხები :\
და საშინელი ხასიათი…
:შ
ყველას ეგ რატო გვჭირს? :\ ყველას რა, უმეტესობას :შ
July 21st, 2010 at 02:54
ძალიან მომეწონა ეს პოსტი
მეც ვყოფილვარ ანალოგიურ სიტუაციაში. ახალი ურთიერთობები და სახლს გარეთ დიდხანს ყოფნა შველის:)
August 31st, 2010 at 23:12
daat dz damainteresa shenma nawerebma…vkitxulob da ar minda dasruldes..am nawerma dz damapiqra..mtvaria sakutari tavis rwmena ar dakargo da yvelaperi kargad iqneba :*