სიბერე
მე ამ სიცოცხლის ვერ გამიგია.
სიცოცხლის, ვითომ დღეს რომ ჩემია.
ცოდვების წიგნი ხელთ ამიღია
და ერთი ცოდვა შემომრჩენია.
ვგრძნობ, რომ ოდესმე მასაც ჩავიდენ
და არ მასვენებს ეს ერთი კითხვა,
თუკი ამ წიგნში ვეღარ ჩავიწერ,
რაც სულში ასე ხშირ-ხშირად ითქვა.
ვერ გამიგია, თუ ეს სიცოცხლე
საჩუქრად მერგო ლურჯი ზეციდან,
მაშინ ამდენი რისთვის ვიცოცე
- რომ საჩუქარი ტვირთად მეზიდა.
არ შემძლებოდა ამ დიდი ძღვენის,
როგორც მინდოდა, ისე ხმარება.
ნუთუ ეს ტკბილი და სავსე დღენი
მწარედ და ჩუმად გამეპარება.
არა, არ მინდა, არ მინდა ასე,
არ მინდა მოვკვდე, როცა არ მინდა.
თეთრი თმა-წვერი თუ გავიპარსე,
თუ შემაშინა ცუდმა ამინდმა.
თუკი ვიგრძენი მუხლში სისუსტე
და დამავიწყდა, რაც კი ვაკეთე.
მაშინ ის ქარი რისთვის ვისუნთქე
თუ საბოლოოდ მე ვერ გავკვეთე.
არც ეგ სიბერე არ მისურვია,
რა სანატრელი თეთრი თმებია,
თუკი თავისთვის ვერ მიურვია,
ჩემს სიყვარულს კი ერქვას ბებია.
ვერ შევძლებ, ვერა, დიდხანს სიცოცხლეს,
ალბათ სუსტი ვარ, ამას რომ ვამბობ.
აღარ შემხედავს არც ერთი ქალი,
დაიწუნებენ მოხუცის ამბორს.
როცა ამ სიტყვებს ფურცელზეც კი ვწერ,
მინდა ვიცოდე ჩემი სასჯელიც.
თუ ჯოჯოხეთის ფსკერზე დავიწევ,
მადლი იქნება ეგ სატანჯველიც.
და მაინც, რამდენ ჩემნაირს ვნახავ,
იქ არ იქნება ვინმე ბებერი.
ფიქრის ქვიშაზე თითით მოვხაზავ
როგორ მიბღვერს და მკიცხავს მე ბერი.
ყოველი სტროფი უფრო ამძიმებს
ჩემს სათქმელს, სულს და ჯერ კიდევ შავ თმას.
როგორ გავუძლო ცოდვის ამ მძივებს,
როცა ვიცი, რომ იქ ცეცხლი შთანმთქავს.
არა, სიცოცხლე მაინც ტკბილია,
თუ არ დაბერდი, ბევრ რამეს კარგავ.
როცა შენს განვლილ ცხოვრებას თვალწინ
როგორც ობობა ქსელს, ისე ქარგავ.
მერე რა, თუკი თმა გაგცვენია
და გიკანკალებს მთელი სხეული,
მაშინ ხომ უკვე აღარც გრცხვენია
და სიკვლის ელი ცრემლმორეული.


May 24th, 2010 at 09:18
მართალია შენ ბოიკოტს უცხადებ მკითხველებს, მაგრამ მაინც არ შემიძლია არ დავტოვო კომენტარი….
მუზების არასდროს მჯეროდა, გალაკტიონის მუზა მერი იყოო, ტიციანსაც ყავდა მუზაო, მოკლედ ყველას, მაგრამ ახლა დავრწმუნდი, რომ თურმე ჭრის
კარგია, ნელ-ნელა იხვეწები და უკეთეს რითმებს პოულობ. შინაარსზე სათქმელი არც არაფერია, ისედაც ცხადია ყველაფერი, ბოლოს შენ თვითონ დაამთავრე ჭეშმარიტებით
May 24th, 2010 at 10:54
დათ ძალიან კარგია : )
May 24th, 2010 at 23:02
გაიზარდეთ დიდი გოგოები
May 25th, 2010 at 10:42
შენც დიდი, დიდი და ჭკვიანი ბიჭი
May 25th, 2010 at 16:43
ძალიან ძალიან ძალიააააააააააან მომეწონა რამდენჯერმე წავიკითხე… ვერ ვძგები ამ ლექსით:)პირველად რომ წავიკითხე დამბურძგლა და გამახსენდა გურამ დოჩანაშვილი “თუ რაიმეს ნამდვილად კარგს და ღირებულს წავიკითხავ…მაშინ მარცხენა ხელზე,მაჯიდან იდაყვამდე აუცილებლად დამბურძგლავს…”
June 7th, 2010 at 00:45
kvlav agprtovanebuli var daviit bratuxaa :*:*:* dzaan kai da lamazi leqsia, martlac rom cxovrebiseuli, yochag!!!!!! shen male qveyana gagicnoobs egre gaagrdzele!
June 13th, 2010 at 15:19
ძალიან მაგარია მართლა, სერიოზული პოეტი ყოფილხარ
:)