Doody ქუჩაში

დიდი ხნის წინათ, მარიმარისტერმა დამთაგა ამ პოსტში.

მე კი, რეაბილიტაციის კურსს გავდიოდი და წერა არ შემეძლო.

ეს კი, ერთგვარი Guess-who’s-back პოსტი იქნება მხატვრულ ბლოგზე.

დიახ, ვეცდები დავბრუნდე!

ქუჩაში, მტვერში ან თუნდაც სკვერში.

რას ვბოდიალობ? ამ ბოლო დროს მარტო ლექსებს ვწერ და იგრძნობა გავლენა. ფორმიდანაც ამოვარდნილი ვარ, რას ვწერ მე თვითონაც არ ვიცი, მაგრამ იმედი მაქვს გავხურდები და ბოლომდე ჩავალ.

როგორ?

ხო, უნდა აღვნიშნო, რომ ყოველთვის საგრძნობლად მიხარია, როდესაც ვინმე მე ან ჩემს ბლოგს ცნობს, ან უბრალოდ სმენია ჩვენს შესახებ. ამიტომ, თუკი ასეთები თქვენს შორის კიდევ არსებობენ და სადმე დამინახავენ, შეუძლიათ, მოვიდნენ, ხელი ჩამომართვან, შაურმა მიყიდონ და ა.შ.

და მაინც, თუკი უფრო თავგადაკლული მკითხველებიც არსებობენ (რაც ალბათ ძალიან გადავაჭარბე), ისინი უთუოდ დაინტერესდებიან იმით, თუ  სად შეიძლება რომ შემხვდნენ, ანუ იმ ტერიტორიით რომელზეც მე დავნარნარებ ყოველდღიურად.

1. თემქა – ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, სადაც ჯერ ხალხმა არ იცის რა არის ბლოგი და არც ეუბნებიან.

2. ალბათ ერთგულ მკითხველს ისიც ეცოდინება, რომ მე არ ვმუშაობ და არ გამაჩნია შემოსავლის წყარო. სწორედ ამიტომ, არ უნდა გაგიკვირდეთ, თუკი სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან ასეთ მდგომარეობაში მიხილავთ.

3.  ჩემი აღმოჩენა ასევე შესაძლებელია ბლოგერების ექსკურსიაზე, რომელიც გასულ კვირას მოეწყო ჩარგალში და რომელზეც არა ერთი რამ ითქვა და დაიწერა. ასე რომ, თუ თქვენ გიყვართ Doody (მბლოგავი) და გსურთ მასთან ერთად დღის 60%-ის გატარება, აუცილებლად წადით შემდეგ ექსკურსიაზე, სადაც აღმოაჩენთ მას ჩვეულ გასამებულ მდგომარეობაში.

4. თუ თქვენ გამოცდები მაღლივში გიტარდებათ, გაგიმართლათ, რადგან Doody-ისაც მაღლივში უტარდება გამოცდები.

5. ასევე Doody-ის ამ ბოლო დროს, სხვა ბლოგერებთან ერთად ხშირად შეხვდებით ვერის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე საღამოობით.

6. Doody-ის ძალიან მოეწონა მთაწმინდის პარკი, მისთვის იგი მუზების აღმძვრელი აღმოჩნდა, განსაკუთრებით საღამოს, მზისჩასვლისას. ასე რომ, იქაც შეგიძლიათ იხილოთ თქვენი სიმპათიური მბლოგავი.

აი ასეთი ბედნიერია ხოლმე Doody იქ:

7. და რაც ყველაზე მთავარია, თქვენ უკვე იცით, Doody-ის არ უყვარს ტაქსები, რადგან იქ ვერავის დაუთმობს ადგილს და იკარგება მისი ზრდილობის ეტალონი, ამიტომაც მას ხშირად შეხვდებით მეტროსა და ყვითელ ავტობუსებში.

პ.ს. ვინც ჯერ არ იცით, Doody მბლოგავის ახალი მეტსახელია და შეგიძლიათ ასე მოიხსენიოთ, თავად ძალიან მოსწონს.

Doody მოუთმენლად ელოდება თავის მკითხველთან შეხვედრას.


23 გამოხმაურება პოსტზე “Doody ქუჩაში”

  • მარი გვეუბნება:

    “თემქა – ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, სადაც ჯერ ხალხმა არ იცის რა არის ბლოგი და არც ეუბნებიან.”

    ოჰ, კაი ერთი.აბა მე დამესიზმრა?

  • კნუტი გვეუბნება:

    თემქასტან რუსთავიც ჩაამატე რა ))
    მანდაც ვერ გავაგებინე ხალხს რას ვბოდიალობ )))

  • კნუტი გვეუბნება:

    პ.ს. მიხარია , რომ დაბრუნდი )) უკეთესს ველით :) )

    • Doody გვეუბნება:

      ჯერ მთლად არ დავბრუნებულვარ))) აი მეორე პოსტიც თუ მოვაყოლე ხვალ ან ზეგ, უკვე დაბრუნების ტოლფასი იქნება))

  • marimarister გვეუბნება:

    რა მაინტერესებს, ბლოგერების ექსკურსიაზე ვისაც უნდა ის შეიძლება წამოვიდეს?? :? :? (ტჰინკ)

    • Doody გვეუბნება:

      ნებისმიერი ბლოგერი :)

      • მარი გვეუბნება:

        ვერი გუდ! შემდეგზე არ ვიცი, მაგრამ იმის შემდეგზე დიდ იმედებს ვამყარებ! ))

  • Sweet გვეუბნება:

    ვაიმე, საკუთარ თავზე მესამე პირში რათ წერ, დუდ? :/

  • LiLaC გვეუბნება:

    გეზუზბაქ
    თუფაქ:D

  • თამთა გვეუბნება:

    ერთი ადგილი მაინც დაგეტოვებინა, სადაც ფეხს არ დაადგამდი :D თუმცა მთაწმინდა კია ჩემი, მაგრამ მთლად მთაწმინდის პარკი არა, ასე რომ ინავარდე მანდ, რამდენიც გენებოს. მაგრამ ჩემს საყვარელ ადგილას ბოდიალი არც გაბედო :D

  • ნინ გვეუბნება:

    არ მომწონს Doody :s

  • SaLoMea_Mze გვეუბნება:

    აჰ მეთქვი რა Doody, Doody აუტყდათქო :D
    არა, როგორ უნდა გიცნოთ ვერ ვხვდები :D გამოგვიჭიმე აქ შენი ფოტოგენურობის შედევრები :D :D :D

  • ჰექსე გვეუბნება:

    თემქა – ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, სადაც ჯერ ხალხმა არ იცის რა არის ბლოგი და არც ეუბნებიან.

    ლოლ

  • mOody გვეუბნება:

    DOODYმ ისწავლა სტატისტიკის გამოცდის მასალააა, :P :P ჰუჰ მაღლივში გიხილავთ ახალგაზრდავ :D

  • ანინა გვეუბნება:

    ისა ისა ისა.. მეც მანდ ვსწავლობ, მეც მაღლივში მიტარდება გამოცდები და,, მაინც არ მინახიხარ აქამდე. : ))

  • Kate_AlukaЯD გვეუბნება:

    დუუუდიიიიი :D დე რა სიმპატიური ყოფილხარ სიამოვნებით შეგხვდებოდი ქუჩაში :D

  • თეონეე გვეუბნება:

    ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, სადაც ჯერ ხალხმა არ იცის რა არის ბლოგი და არც ეუბნებიან.

    მეც ასეთ ადგილას ვცხოვრობ…. მიყვარს შენნაირი მხატვრული ადამიანები…..

  • Kate გვეუბნება:

    “სადაც ჯერ ხალხმა არ იცის რა არის ბლოგი და არც ეუბნებიან.” ჰაჰაჰაჰააააააა, მაგარი იყო…

    ხოდა კარგი აღწერაა ყველაფრის.

  • მხოლოდ ფეისბუქელი გვეუბნება:

    Doody -ს კაი ლექსების წერა შეულიაოო :D

  • KaraliokA გვეუბნება:

    სახელი რატომ შეიცვალეე? ( :

ნუ გაქრები უკვალოდ, გაგვიზიარე შენი მოსაზრება!