გა(მე)ორება
- თავის დაუფასებლობა დაგღუპავს შენ.
- ა?
- რაც გაიგე.
- შემეშვი რა, მეძინება.
- ვიცი, რომ ჩვენს სხეულს ეძინება.
- ოხ, დაბრუნდა მეორე მე?
- ეგ ჯერ კიდევ საკითხავია ვინაა მეორე.
- აუ, თქვენ ისევ დაიწყეთ? დამაძინეთ რა.
- გვაცადე რა საუბარი.
- მართლა დაგვაცადე, ხომ ხედავ, პრეტენზიები აქვს ალტერას.
- შენ ცინიკოსობაც გისწავლია, მაგრამ საკუთარი თავის დაცინვა ვერაფერი შვებაა.
- აჰა, უკვე საკუთარი თავიც გახდი?
- მორჩი მაიმუნობას და საღად აზროვნება ისწავლე, ვერ ხვდები, რომ საკუთარი თავის ფასი არ იცი?
- საიდან მოიტანე?
- შენი ქცევებიდან.
- და რა უნდა დავიფასო?
- აბა თუ გამოიცნობ.
- შენი ნერვები არ მაქვს, სხვა დროს იყოს, მაგალითად ხვალ, ავტობუსში.
- კარგი..
…
- ავტობუსში ვართ.
- რა გამიტრაკე საქმე?
- შენ თვითონ მიგყავს ყველაფერი ტრაკისკენ, მართლა დებილი ხარ თუ თავს იდებილებ?
- რა გინდა, არ იტყვი?
- გეტყვი, საერთოდ არ იცი შენი თავის ფასი და მერე სხვებისგან გიკვრის დაუფასებლობა. შენ თვითონ უნდა გჯეროდეს შენი თავის, რომ სხვამაც დაგიჯეროს, დებილი გონიხარ ყველას, სერიოზულად არ აღგიქვამენ და ეს უნდა გაწუხებდეს ნორმალურ ადამიანს.
- ხომ არ აჭარბებ? რას ნიშნავს სერიოზულად არ აღმიქვავენ?
- რას და კლოუნი ხარ, შენი ერთადერთი მისია ხალხთან ჯამბაზობა გგონია, არადა გაცილებით მეტი შეგიძლია.
- კარგი რა, რა შემიძლია? ისე მელაპარაკები, თითქოს გალაქტიონის ალტერ ეგო იყო.
- იმას არ ვამბობ, რომ გენიოსი ხარ, უბრალოდ დროა უკვე ეგ საღებავები მოიშორო სახიდან..ცოტა სერიოზულად დაიწყე ფიქრი, ყველაფრის დაკიდება კარგს არაფერს მოგიტანს, მაგისთვის არ დაბადებულხარ, ყველა ადამიანი უნდა ეცადოს, რამე ღირებული შექმნას, შენ ცდილობ?
- არ ვიცი, ნუ მგრუზავ.
- იფიქრე..



May 24th, 2010 at 21:38
შენ რომელი ხარ დათ?
May 24th, 2010 at 23:04
ყველა მე ვარ მანდ, სხვადასხვა ასპექტში
May 24th, 2010 at 22:22
ეეეე თე*ლი ხარ :*
ნუ ეხლა, სხვების არ ვიცი დავით, მარა მე აშკარად შენს ორივე ბუნებას ვიცნობ :>
დაფიქრებულხარ შენც მაგაზე.
იფიქრე
May 24th, 2010 at 23:06
მეტი მოწიწება და ცენზურა ქართულ მხატვრულ ბლოგზე ახალგაზრდავ
ხო, შენ უნდა იცნობდე : )
May 25th, 2010 at 15:57
მე აღგიქვამ სერიოზულად ვინც არ აღგიქვამს მოიყვანე აქ
May 30th, 2010 at 03:06
სულ მინდოდა შენში სერიოზული დამენახა.. ვცდილობდი, მომენტებში გამოგდიოდა და უცებ ისევ ის, ცინიკოსი ხდებოდი.. ვიცი, რომ შენში უფრო მეტია, ვიდრე აჩენ, არ ხარ ფეხებზე მკიდია და ზუსტად ამიტომაც გაქვს შექმნილი ასეთი იმიჯი, ზოგჯერ ზედმეტად ახლოსაც მიგაქვს გულთან, მაგრამ ამას შენში ტოვებ და მარტო მეორე “მე”-ს ანდობ.. არ ვიცი ამას რატომ აკეთებ..
? რამდენი ხანია გიცნობ.. ))
June 17th, 2010 at 19:06
აკუტაგავას წყვდიადური დიალოგი გამახსენდა რატომღაც :დ
June 21st, 2010 at 20:52
- ხომ არ აჭარბებ? რას ნიშნავს სერიოზულად არ აღმიქვავენ?
- რას და აი მაგალითად Devi რო გიყურებს იფხრიწება სიცილით.. შეიძლება ამ დონემდე დაეცე?
- მოიცა რომელი Devi ? რა უბნელია..
- აი ხო გითხარი =))))))))))))))))))))))))))))))))))
June 22nd, 2010 at 13:02
თუ ჯამბაზის როლი არ მოგწონს სხვა როლი ითამაშე, ხალხს მოკლე მახსოვრობა აქვს და მათი აზრის შეცვლა შენზე არც ისე ძნელია, ახლანდელ როლი კიდე მართლა არ გიხდება. ისეთი როლია რო მავიწყდება რა უბნელი ხარ
July 7th, 2010 at 15:01
დაგეცა გრდემლი :> მე მაინც მევასები ^_^