Aug 16 2010

Co-BullShit-ი (ქობულეთი)

ჰუჰ,

ბლოგი, რამდენი ხანია აქ აღარ შემოვსულვარ, დროებით მიმავიწყდა კიდევაც აქაურობის არსებობა.

არადა, რამდენი რამის დაწერა მინდოდა ხოლმე, მაგრამ თავი ვერ მოვუყარე სიტყვებს, მინდოდა დამეწერა სოფელზე, სადაც 1 კვირა გავატარე, მინდოდა დამეწერა თბილისის ზღვაზე a-little-bit-diss-პოსტი, კიდევ იმდენი რამე მინდოდა დამეწერა, რომ თავიდანვე შემეზარა.

მოკლედ, პირველ რიგში, ბოდიშს ვუხდი ერთგულ მკითხველს ჩემი უყურადღებობისთვის, მართალია ინტერნეტთან იშვიათად ვხვდებოდი, მაგრამ ძალიან რომ მომენდომებინა, საშუალებას გამოვძებნიდი დასაწერად, ამიტომაც, მომიტევეთ რომ ჩემი სიზარმაცით ჩემი ნაწერით მიღებული სიამოვნება მოგაკელით.

მოდით ახლა დავანებებ თავს გარდასულ მოვლენებსა და ამბებს და მოგითხრობთ იმას, რაც უახლოესი და ჯერ კიდევ დავიწყებას მიუცემელია.

მოკლედ, ზაფხულის ნაყოფიერმა დასაწყისმა ნაყოფიერადვე გადაინაცვლა ქობულეთში, მას შემდეგ, რაც ჩემი ძმის შემოთავაზებას დავთანხმდი წაყვანის შესახებ. მოგეხსენებათ, რომ მე უმუშევარსა და უზარმაცეს პიროვნებას, აბა რა ფული უნდა მქონოდა? თუმცა, მედლის მეორე მხარეს მოსჩანს სიმპათიური, ხალისიანი, ინტელექტუალური და მეტად სასიამოვნო ადამიანიც, რომელთან ყოფნაც ყველას უხარია. სწორედ ამიტომაც, ჩემი ძმა მომევლინა სპონსორის სახით და თავის მეგობრებთან ერთად ქობულეთის შორეული, არცთუისე საოცნებო ნაპირისაკენ გამაქანა.

ღამის მატარებელში ოთხნი ვიყავით: მე, ჩემი ძმა, თამუნა და თიკო, თუმცა ეს ის  არ არის, რაც თქვენ გგონიათ. ახალგაცნობილებთან საკმაოდ მარტივად შევედი კონტაქტში, ბევრი ვიხალისეთ და ვიცინეთ, თუმცა ეს მაინც არ არის ის, რაც თქვენ გგონიათ.

გამთენიისას ქობულეთში ჩასულებს აზრადაც არ მოგვდიოდა საითკენ უნდა წავსულიყავით, ღამით დასიცხულებსა და უძინარებს, ასევე ჩემი გარეგნობით მონუსხულ თანამეგზურებს ბევრი არაფერი გვაფიქრდებოდა. ამიტომაც პირველივე შემხვედრ ტაქსისტს, რომელიც აღმოჩნდა რომ თურმე “მარშუტკით” ტაქსაობდა, თურმე სომეხი ყოფილა და თურმე ჩასხდომისას 5 ლარს აფასებს და გადმოსხდომისას 10 ლარს.

ბევრი ბოდიალის შემდეგ სადღაც ამოვყავით თავი, ხოლო ცოტა აზრზე მოსვლის, ჭამისა და რამოდენიმე საათიანი გამოძინების შემდეგ, იმასაც მივხვდით, რომ ის ადგილი საერთოდაც არ მოგვწონდა და წამოვედით (ძალიან გთხოვთ ამის დაკონკრეტებას ნუ მომთხოვთ, მიმძიმს გახსენება).

დაღლილ-დაქანცულებმა ახალი “ხაზეიკა” ვიპოვეთ, რომელმაც გვითხრა, რომ ოთახი დილით ექნებოდა და ღამის ეზოში გათენება შემოგვთავაზა. წამოსვლის სიხარულით აჟიტირებულები, მის წინადადებას დავთანხმდით და კიდევ ერთი ღამის უძილოდ გატარებაზე მოვაწერეთ ხელი.

როგორც იქნა გათენდა და ოთახში შესულები ამოვლაგდით. შემდეგ ზუსტად აღარ მახსოვს როგორ ვითარდებოდა მოვლენები, დროთა განმავლობაში კიდევ 2 გოგონა ჩამოვიდა, 1 მალევე წავიდა, მეორე ბოლომდე შემორჩა ერთგულად, ისე ერთგულად, ძაღლებმა რომ იციან ერთგულება.

დავდიოდით სანაპიროზე, ვჭყუმპალაობდით:

როგორც იქნა, გავსინჯე აჭარული ხაჭაპური, თანაც ორჯერ. თუმცა, როგორც კარგად მოგეხსენებათ ჩემი ადიქტურობა შაურმისადმი, არც ის უნდა გაიკვირვოთ, რომ ნახევრადშეჭმული აჭარულის შაურმად გარდაქმნა მოვახერხე. კერძოდ კი, გვერდების შემოძიძგნის შემდეგ, როდესაც მარტო ძირი რჩება, ავიღე და დავახვიე, ისე, როგორც ეს შაურმას შეეფერებოდა.

1-2-ჯერ მალიბუშიც გავყევი მეგობრებს, 1-2 დღე განმარტოვებაც მოვასწარი, 1-2 დღე კარტის თამაშსა და ლუდის სმაში გავათენე და ა.შ. საერთო ჯამში შეუძლებელია უარყოფიდად შევაფასო, თუმცა პოსტს მაინც ქობულშეთი დავარქვი.

ორიოდე სიტყვით მეზობლებზეც მოგახსენებთ. “ხაზეიკის” საოცრად ვაჟკაცური  ხასიათებით  (ქალი იყო) თავიდანვე მოხიბლულები დავრჩით. მეზობლებიც ხშირად გვახალისებდნენ და გვამხიარულებდნენ, ერთად ვთამაშობდით “ჯოკერს”, ნარდს. ასევე იყო ერთი დღე წუწაობის, რომელიც იმით დაიწყო, რომ ნინომ იდაყვზე 1 ყლუპი წყალი დამასხა, შემდეგ ქვიშიან დაპირისპირებაში გადაიზარდა და მოგვიანებით მთელი სამეზობლო ჩაითრია. სამწუხაროდ, ამ ყველაფრის ამსახველი ფაქტები არ მომეპოვება ფირზე აღბეჭდილი, თუმცა 1 სურათი მაინც აღმოვაჩინე, სადაც მეზობელი თორნიკეა გამოსახული. ის მეზობელი, რომელიც არ ერიდებოდა სხვისი მაცივრიდან ხინკლის, საზამთროსა და ჩიყვის წამლის მოპარვას, რომელიც ლიქიორი ეგონა.

აღმოვაჩინე, რომ ძალიან კარგად ვაკეთებ მასაჟს, თავისი ეროტიული ელემენტებითაც ხანდახან. მოვახერხე ღამით ზღვაში შესვლა და ასევე წამოსვლის დღეს კარგად გამოთრომა. ყველას გასაოცრად, იმ ღამეს ბევრი ვიცეკვე.

მგონი საკმაოდ დიდი პოსტი გამოვიდა, ბოლომდე მაინც არავინ წაიკითხავს და ამიტომაც შევწყვეტ თხრობას.


Jul 7 2010

ჭორი თუ სიმართლე? – დიდი დეპრესია

“რა დაემართა? ამ ბოლო დროს ვეღარაა ხასიათზე..”

“იკაიფე, დავითა აღარ იცინის, ვინ იფიქრებდა”

“რა ჭირს მაგ ბიჭს? მაგრად შეიცვალა”

“როგორც თვითონ ამბობს, გამოცდების ბრალია, მაგრამ ეგ გამოცდებიც მაგრად კიდია..”

“ბლოგზეც აღარ წერს, როგორც თვითონ თქვა, ისვენებს, მაგრამ ამდენი ხანი? დაბრუნდება საერთოდ?”

“ბოლოს როდის დაწერა ლექსი? არც ისე ნიჭიერი ყოფილა, მეტს ველოდი მისგან”

“ეს თავის გადაპარსვა რაღა იყო?”

“მაგარი ზარმაცია, ეგ ვერაფერს მიაღწევს ცხოვრებაში, ყველაფერი ეზარება, მოტივაცია არ გააჩნია”

“პოტენციალი აქვს, მაგრამ ვერასდროს გამოიყენებს, გასაფლანგადაა განწირული მაგის ნიჭი”

“ან ეს ბოლო პოსტები რას გავს, ძალითაა დაწერილი, ვინ იყო მაგის მუზა? ნუთუ მისი ბრალია?”

“ეგ ვერაფერს მიაღწევს”

“ვერაფერს მიაღწევს”

“ვერაფერს”

….

ესაა, ეს არის ხალხის შეფასება, შეფასება, რომელიც შორიდან დანახულიდან გამომდინარეობს. ერთი შეხედვით, თვალის მოკვრით გამოტანილი დასკვნები, არავინ იხედება შიგნით, ღრმად, სულში. იქნებ მე არ ვუშვებ არავის? შეიძლება, მაგრამ რატომ? ხომ უნდა არსებობდეს მიზეზი? მიზეზიც არსებობს, როგორ არა. ვერ ვგრძნობ, რომ ვინმეს მართლა უნდა ჩემს შიგნით შეხედვა, ჩემი არეკვლა, ჩემი დანახვა, ჩემი აღქმა. არა, ყველაფერი მოვალეობის მოხდის მიზნით ხდება, ნამდვილად რომ აინტერესებდეს ვინმეს, შემოანგრევდა კარს და შემომივარდებოდა სულში, ძალით მომკიდებდა ხელს, ამომათრევდა ჭაობიდან, ზურგზე მომიკიდებდა, ხელში ამიყვანდა, შეუძლებელია ვინმეს ნამდვილად სურდეს ჩემი დახმარება.

ხანდახან მე თვითონ ვიქცევი ისე, თითქოს არაფერი მიჭირს, პირიქით, ძალიან კარგად ვარ, უმაღლესად, ჯადოსნურად, იმდენად თავდაჯერებულად ვიქცევი, მართლა ვიჯერებ ხოლმე, რომ ყველაფერი კარგადაა. არადა ხომ ვიცი, შინაგანად ვკვდები, სადღაც ვეშვები, არადა მეგონა სულ მაღლა წავიდოდი, გავქვავდი, გავშეშდი, განვითარება შევწყვიტე, ადრე უკეთესი ვიყავი, ვუარესდები.

არც ერთი გოგო არ მიჩერდება, 1 თვეც ვერავინ მიძლებს. მეგონა, მათში იყო პრობლემა, მაგრამ ყველაში? ყველა პრობლემატურია? მე ვარ მარტო უნიკალური? არა, ალბათ მე თვითონ ვარ მთავარი პრობლემა. ვდგავარ წვიმაში და ვწუხდები, ვერ ვხდები რომ მაწვიმს, მაგრამ ვწუხდებდი. წვიმა მსიამოვნებს, მაგრამ რომ მაწვიმს ეგ მაწუხებს, წვიმის წვეთების შეხება სასიამოვნოა.

რაღაც შეიცვალა, შიგნით გამოიცვალა, სულში მოხდა გარდატეხა, ვერ ვხსნი, არ ვიცი რა ხდება. არც ერთმა არ ვიცი, სამივემ გავჭედეთ.

არ ვიცი. დახმარება მჭირდება.


Jun 23 2010

Doody ქუჩაში

დიდი ხნის წინათ, მარიმარისტერმა დამთაგა ამ პოსტში.

მე კი, რეაბილიტაციის კურსს გავდიოდი და წერა არ შემეძლო.

ეს კი, ერთგვარი Guess-who’s-back პოსტი იქნება მხატვრულ ბლოგზე.

დიახ, ვეცდები დავბრუნდე!

ქუჩაში, მტვერში ან თუნდაც სკვერში.

რას ვბოდიალობ? ამ ბოლო დროს მარტო ლექსებს ვწერ და იგრძნობა გავლენა. ფორმიდანაც ამოვარდნილი ვარ, რას ვწერ მე თვითონაც არ ვიცი, მაგრამ იმედი მაქვს გავხურდები და ბოლომდე ჩავალ.

როგორ?

ხო, უნდა აღვნიშნო, რომ ყოველთვის საგრძნობლად მიხარია, როდესაც ვინმე მე ან ჩემს ბლოგს ცნობს, ან უბრალოდ სმენია ჩვენს შესახებ. ამიტომ, თუკი ასეთები თქვენს შორის კიდევ არსებობენ და სადმე დამინახავენ, შეუძლიათ, მოვიდნენ, ხელი ჩამომართვან, შაურმა მიყიდონ და ა.შ.

და მაინც, თუკი უფრო თავგადაკლული მკითხველებიც არსებობენ (რაც ალბათ ძალიან გადავაჭარბე), ისინი უთუოდ დაინტერესდებიან იმით, თუ  სად შეიძლება რომ შემხვდნენ, ანუ იმ ტერიტორიით რომელზეც მე დავნარნარებ ყოველდღიურად.

1. თემქა – ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, სადაც ჯერ ხალხმა არ იცის რა არის ბლოგი და არც ეუბნებიან.

2. ალბათ ერთგულ მკითხველს ისიც ეცოდინება, რომ მე არ ვმუშაობ და არ გამაჩნია შემოსავლის წყარო. სწორედ ამიტომ, არ უნდა გაგიკვირდეთ, თუკი სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან ასეთ მდგომარეობაში მიხილავთ.

3.  ჩემი აღმოჩენა ასევე შესაძლებელია ბლოგერების ექსკურსიაზე, რომელიც გასულ კვირას მოეწყო ჩარგალში და რომელზეც არა ერთი რამ ითქვა და დაიწერა. ასე რომ, თუ თქვენ გიყვართ Doody (მბლოგავი) და გსურთ მასთან ერთად დღის 60%-ის გატარება, აუცილებლად წადით შემდეგ ექსკურსიაზე, სადაც აღმოაჩენთ მას ჩვეულ გასამებულ მდგომარეობაში.

4. თუ თქვენ გამოცდები მაღლივში გიტარდებათ, გაგიმართლათ, რადგან Doody-ისაც მაღლივში უტარდება გამოცდები.

5. ასევე Doody-ის ამ ბოლო დროს, სხვა ბლოგერებთან ერთად ხშირად შეხვდებით ვერის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე საღამოობით.

6. Doody-ის ძალიან მოეწონა მთაწმინდის პარკი, მისთვის იგი მუზების აღმძვრელი აღმოჩნდა, განსაკუთრებით საღამოს, მზისჩასვლისას. ასე რომ, იქაც შეგიძლიათ იხილოთ თქვენი სიმპათიური მბლოგავი.

აი ასეთი ბედნიერია ხოლმე Doody იქ:

7. და რაც ყველაზე მთავარია, თქვენ უკვე იცით, Doody-ის არ უყვარს ტაქსები, რადგან იქ ვერავის დაუთმობს ადგილს და იკარგება მისი ზრდილობის ეტალონი, ამიტომაც მას ხშირად შეხვდებით მეტროსა და ყვითელ ავტობუსებში.

პ.ს. ვინც ჯერ არ იცით, Doody მბლოგავის ახალი მეტსახელია და შეგიძლიათ ასე მოიხსენიოთ, თავად ძალიან მოსწონს.

Doody მოუთმენლად ელოდება თავის მკითხველთან შეხვედრას.


May 24 2010

გა(მე)ორება

- თავის დაუფასებლობა დაგღუპავს შენ.

- ა?

- რაც გაიგე.

- შემეშვი რა, მეძინება.

- ვიცი, რომ ჩვენს სხეულს ეძინება.

- ოხ, დაბრუნდა მეორე მე?

- ეგ ჯერ კიდევ საკითხავია ვინაა მეორე.

- აუ, თქვენ ისევ დაიწყეთ? დამაძინეთ რა.

- გვაცადე რა საუბარი.

- მართლა დაგვაცადე, ხომ ხედავ, პრეტენზიები აქვს ალტერას.

- შენ ცინიკოსობაც გისწავლია, მაგრამ საკუთარი თავის დაცინვა ვერაფერი შვებაა.

- აჰა, უკვე საკუთარი თავიც გახდი?

- მორჩი მაიმუნობას და საღად აზროვნება ისწავლე, ვერ ხვდები, რომ საკუთარი თავის ფასი არ იცი?

- საიდან მოიტანე?

- შენი ქცევებიდან.

- და რა უნდა დავიფასო?

- აბა თუ გამოიცნობ.

- შენი ნერვები არ მაქვს, სხვა დროს იყოს, მაგალითად ხვალ, ავტობუსში.

- კარგი..

ბარემ ბოლომდე წაიკითხე პოსტი


Mar 22 2010

ყველაზე დიდი ჩავარდნა კაცობრიობის ისტორიაში

ამასაც ვერ ვწერ..

ასეც ხდება. როდესაც ხვდები, რომ აღარაფერი გაქვს სათქმელი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ აღარასოდეს გექნება. უბრალოდ მომენტია ისეთი, როდესაც არაფერი გაქვს დასაწერი, არ იცი რაზე დაწერო, რაზე ისაუბრო. არც ის იცი, როგორ გააგებინო სხვებს, რომ არაფერი გაქვს სათქმელი. ამიტომაცაა რომ პოსტის მაგივრად ერთ დიდ ტავტოლოგიის გროვას სთავაზობ მკითხველს.  მკითხველს, რომელთა რიცხვიც დღითი დღე მცირდება. ხედავ, როგორ იფანტება თვეების განმავლობაში ტანჯვითა და წვალებით შეკოწიწებული მკითხველი და არ შეგიძლია ამ პროცესის შეჩერება. შეუძლებელია მათ აუხსნა, რომ შენ გაქვს ჩავარდნა. ისინი ხომ არ არიან ამას ჩვეული. ადამიანი კი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ეგუება იმას, რასაც არ იყო შეჩვეული.

ბარემ ბოლომდე წაიკითხე პოსტი


Mar 3 2010

გასამება, 5 თეთრი, ლუდი და სხვანი

გადავწყვიტე ჩემი რამოდენიმე ფოტო დამედო უახლოესი წარსულიდან და თან მათი მნიშვნელობის ახსნაც მეცადა. ქართული მხატვრული ბლოგის მკითხველისთვის უცხო არ უნდა იყოს ჩემი გაორების შესახებ და ამაში გასაკვირი არც არაფერია, მაგრამ ამ ბოლო ხანებში არც მეტი, არც ნაკლები, მესამე მესაც გადავაწყდის სადღაც სულისა და გულის სიღრმეში. აღმოჩნდა, რომ, ერთ მეს უყვარს წერა, ლექსებისა თუ ჩანახატების, სხვადასხვა მოსაზრებისა თუ დაკვირვების, წიგნების კითხვა და ა.შ. მეორე მე კი მისგან სრულიად განსხვავებული, ცანცარა მეა, რომელიც მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რითი გაიხალისოს ცხოვრება, რა აიგდოს სასაცილოდ, რა სისულელე გააკეთოს და ა.შ.  ხოლო ამ ბოლო პერიოდში შემჩნეულ მესამე მეს, აღმოჩნდა, რომ არც წიგნების კითხვა უყვარს, არც სისულელეების კეთება და არც ცინიკოსობა, ის მიილტვის მარტოობისკენ, არ შეუძლია ხალხთან ურთიერთობა, გაურბის ყველას, მისი ერთადერთი საზრუნავია თავი დააღწიოს ყველაფერს და იპოვოს სულიერი სიმშვიდე..

გასამება

ბარემ ბოლომდე წაიკითხე პოსტი


Mar 2 2010

ცოცხალი ვარ

სალამი მშვიდობისა!

ალბათ შეამჩნევდით, რომ 21 თებერვლის შემდეგ ქართულ მხატვრულ ბლოგს გული გაუჩერდა, თუმცა სანერვიულო არაფერია, ჩვენ კვლავ ერთად ვართ. ალბათ გემახსოვრებათ ქარიანი ორშაბათი თბილისში, სწორედ მისი გამოისობით მოხდა ჩემი ინტერნეტის კაბელის გადმოკონწიალება კორპუსის სახურავიდან, შემდეგ უკვალოდ გაქრომა და ერთკვირიანი ტაიმაუტის ამოწურვისთანავე დაბრუნება. სამწუხაროა, რომ ამ 8 დღის განმავლობაში ბევრი იდეა მომიფრინდა და გამიფრინდა თავიდან.

ეს ისე, სურათად.

ჩემი ცხოვრება ისევ ტივის სვლით განაგრძობს მდინარებას და ახალი და სენსაციური არც არაფერი ხდება. აღსანიშნავია მხოლოდ ის, რომ დამეწყო სწავლა, ავირჩიე სპეციალობად ფსიქოლოგია, თუმცა ფსიქოლოგიის მხოლოდ შესავალს გავივლი ამ სემესტრში. ხოლო თუ დანარჩენ 3 საფაკულტეტო შესავალსაც წარმატებით დავასრულებ, მეორე კურსიდან უკვე შემეძლება სრული მობილიზება მოვახდინო ფსიქოლოგიაზე და სწორედ ასეთი კუთხით მიმავალი საგნები ავირჩიო.   ბარემ ბოლომდე წაიკითხე პოსტი


Feb 12 2010

თვრამეტის ზემოთ

და აი, დადგა დღე, როდესაც მე გადავაბიჯე “მეტ-წლოვანების” უკანასკნელ წელიწადში, კერძოდ კი, ადამიანის ცხოვრების მეცხრამეტე 365-დღეულში. “მეტ-წლოვანებას” ევროპაში “თინეიჯერობას” უწოდებენ და იგი მოიცავს მოზარდობის პერიოდს 13-დან 19 წლამდე, რომლებსაც ინგლისურში “teen” ბოლოსართი დაერთვის და სწორედ ამიტომ უწოდებენ ამ პერიოდს “teenager”-ობის ხანას. საქართველოში კი, როგორც ყველაზე განვითარებულ ქვეყანაში, ეს ასაკი ჯერ კიდევ თერთმეტი წლიდან იწყება და ცხრამეტი წლის ჩათვლით გრძელდება.

18+

18+

დიახ მეგობრებო, ასე მოულოდნელად და გაუცნობიერებლად გაიფრინა თვრამეტმა წელიწადმა და მე გადავაბიჯე კიდევ ერთ, მეცხრამეტე წელიწადში, თუმცა არამგონია ამან გამოიღოს შედეგი ჩემს დასერიოზულებაში და მაინც ვთვლი, რომ ისეთივე ხალისიანი და მოცანცარო ვიქნები, როგორიც ვიყავი.  ზოგადად, დაბადების დღე დიდად არ მახარებს ხოლმე, ერთადერთი რაც აქამდე მახარებდა, საჩუქრები იყო, მაგრამ ახლა ესეც აღარ მახარებს, რადგან არამგონია ამხელა ვირს ვინმემ რამე მაჩუქოს. მაქსიმუმ რაიმე სუნამო და ოთხიოდე ლარი მივიღო ფეშქაშად, ისიც ოჯახის წევრებისგან. ვთვლი, რომ დაბადების დღე სწორედ 19 წლის წინ იყო მნიშვნელოვანი, ისიც, მხოლოდ და მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვინც უშუალოდ ელოდა ამ მოვლენას, ანუ ახლობელ-ნათესავებისთვის და არა მთელი საზოგადოებისთვის. მაშინ არც უელსის პრინცი დაბადებულა და არც ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენელი, დაიბადა ერთი უბრალო ადამიანი, რომელსაც დაარქვეს დავითი, გვარი ქურდაძე კი მემკვიდრეობით ერგო მამისგან. ასეა თუ ისე, მაინც რაღაცნაირად მიხარია, თუმცა სრულიად ჩვეულებრივად ვხვდები ამ მოვლენას, ყოველგვარი ფეირვერკის, ტორტისა და წაწვეტებული ფერადი ქუდების გარეშე. ბარემ ბოლომდე წაიკითხე პოსტი


Jan 29 2010

ბედნიერი ვარ!

ძალიან მაგარი შეგრძნებაა, როცა ბედნიერი ხარ. ზოგი ბედნიერებას მხოლოდ ქვეყანაზე ყველაზე არასტაბილურსა და ცხოვრების მარადიულ სასწაულს – სიყვარულს უკავშირებს, მაგრამ მე უმაგისოდაც ბედნიერი ვარ. აი უბრალოდ, გადავწყვიტე რომ ვიყო ბედნიერი და გავხდი ბედნიერი. ამას არც ბევრი შრომა ჭირდება და არც ბევრი ფიქრი. ყველა ადამიანი იმდენადაა ბედნიერი, რამდენადაც თავს თვლის ბედნიერად.

happy

ბედნიერი ყრმა

უნდა აღვნიშნო, რომ ამ ნაბიჯამდე ფილმა “The Secret” მიმიყვანა. ცოტა ჩაღრმავება, დაფიქრება და რწმენაა საჭირო, რათა უსარგებლოდ არ ჩაიაროს საათ-ნახევარმა. დღეს ქუჩაში გაღიმებული დავდიოდი, რაღაცნაირად რაღაც მიხაროდა, მაგრამ არ ვიცოდი რა მიხაროდა. მოკლედ, მოდეპრესიო პერიოდი წარსულს ჩაბარდა და იმედი მაქვს დღეის შემდეგ ქართულ მხატვრულ ბლოგზე ჭარბად დაიწერება ხალისიანი პოსტები. ბარემ ბოლომდე წაიკითხე პოსტი


Jan 28 2010

სიზმარი

გამარჯობა, ეს პოსტი 3 დღის წინ უნდა გამომექვეყნებინა, როცა ანაზდად ინტერნეტი გაითიშა და მხოლოდ ახლაღა ჩაირთო. პირველ რიგში, გამიხარდა, რომ გუშინ სამოცამდე ადამიანი შემოსულა ბლოგზე, ისე, რომ არსად პოსტის ლინკი არ დამიშეარებია. სასიამოვნო ფაქტია. მივუბრუნდეთ პოსტს:

emeralddream

ყოველი დაძინების წინ ერთსა და იმავეს ვფიქრობ: იქნებ სიზმრად მაინც ვნახო რამე კარგი, რასაც გულს გადავაყოლებ, მაგრამ ესეც არ მისრულდება.  ადრე სიზმრებს მაინც ვხედავდი და ახლა ეგეც სანატრელი გამიხდა. ეს ყველაფერი ან სასჯელია, ან ერთი ჩვეულებრივი მოვლენა, რომელსაც მე ვაქცევ განსაკუთრებულ ყურადღებას. თუ სასჯელია, რა თქმა უნდა, ღვთის სასჯელი უნდა იყოს, მაგრამ სიზმარზე ყურადღების მიქცევა ხომ არ არის ეკლესიური ქმედება.  მაშინ, იქნებ სულაც ჯილდოა? მაგრამ რისთვის? განა უფლისგან რამე ჯილდოს ვიმსახურებ? მე ხომ ეკლესიაშიც აღარ დავდივარ, არც ლოცვებს ვკითხულობ და აღარც მარხვას ვიცავ. იქნებ ეს ყოველივე სულაც არ უკავშირდება სარწმუნოებას და მხოლოდ საკუთარი რწმენის შედეგია?  მე ხომ დღითიდღე ვყალიბდე რეალისტად და შესაძლოა ქვეცნობიერად სულაც უარი ვთქვი ილუზიურ სიზმრებზე. თუ ეს მართლა ასეა, მაშინ რაღატომ მინდა სიზმრის ნახვა? იქნებ მე მინდა, მაგრამ მე არ მინდა? საკითხავია, რომელ მეს უნდა. ნამდვილისა და ალტერნატიულის გარჩევა უკვე ძალიან ძნელია, ალბათ უფრო იმას ენდომება, ლექსებს რომელიც წერს. მაგრამ საბოლოოდ მაინც მისი სურვილის საპირისპიროდ ხდება თითქმის ყველაფერი.. ბარემ ბოლომდე წაიკითხე პოსტი