ვინ ვარ მე?
მე ვარ დათო, მამაჩემის მოგვარე, ქურდაძე, 18 წლის, ვსწავლობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, უახლოეს მომავალში ვისწავლი ფსიქოლოგიის განხრით. მიყვარს ლამაზი გოგოები, მსხლის ლიმონათი და ხაჭაპური. ლამაზი გოგოები იმიტომ, რომ ისინიც სილამაზის ისეთივე ნაწილები არიან, როგორიც მაგალითად ჩანჩქერი, ფარშევანგი, ან თუნდაც მერსედესი : ) მსხლის ლიმონათი კი იმით მიზიდავს, რომ არის მასში რაღაც მსხლური. და რაც შეეხება ხაჭაპურს, ხაჭაპური იმიტომ მიყვარს, რომ იგი მრავალნაირია, გამომდინარე იქიდან, რომ არ მიყვარს ერთფეროვნება, მიყვარს ხაჭაპური. ახლა რაც შეგეხება შენ, ჩემო ვიზიტორო, თუ შენ ეს ყოველივე წაიკითხე და არაფერზე გაგეცინა, ეს იმას ნიშნავს რომ ჩვენ შორის რაც იყო ყველაფერი დამთავრდა და არაფრის ახსნა არ მჭირდება. უფრო სერიოზულად კი, იმას ნიშნავს, რომ მე და შენ ერთმანეთს ვერ გავუგებთ, ანუ არც მე გავიცინებ შენს ხუმრობებზე და ვისხდეთ ასე. ორიოდე სიტყვას ჩემს თავსაც მივუძღვნი: მიყვარს თამაში, ყველანაირი თამაში, თუმცა არასოდეს მითამაშია ბარბებით. კიდევ რა? კიდევ მიყვარს წერა-კითხვა, მიყვარს მუსიკა, ჯიმ ქერი, ”როჟების კერვა”, სიცილი, იუმორი, თავსატეხები, გამოცანები და ზაფხულობით კროსვორდები. აღარ მიყვარს მაიკლ სკოფილდი, სამაგიეროდ ახლა ექიმმა ჰაუსმა გამიტაცა. ვმგზავრობ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რადგან ტაქსში არავის არ უნდა დაუთმო ადგილი და შესაბამისად იკარგება შენი ზრდილობის ეტალონიც, მეტროსა და ავტობუსში კი ამის გამოვლენის საშუალება მეძლევა. თუმცა ხანდახან, როდესაც დაღლილი მოვდივარ ხოლმე და არ მინდა ვინმეს დავუთმო ადგილი, თავს ვიმკვდარუნებ, რადგან ვერ ვუძლებ აცრემლებული მოხუცების მზერას, რომელიც მიმართულია ჩემი ტრაკის ქვეშ, სადაც მათ სკამი ეგულებათ.
ბევრი რამის მოყოლა შეიძლება ჩემზე, თუმცა სჯობს სხვა თვისებები, სხვა პოსტებში გადავანაწილო და ჩავშიფრო, ასე უფრო საინტერესო იქნება.


